From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko; Kakhaber Dzimistarishvili
Subject : ყოველკვირეული ანგარიში
Received On : 08.05.2018 06:55

მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 30.04.18 – 04.05.18 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით:

ჯამური სურათი: სულ -  62;  მათ შორის:

1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 3

2. სოციალური მომსახურების სააგენტო - 42;  მათ შორის: 

- სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული საქმეები - 14;

- ქმედუუნაროდ აღიარებასთან/მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საქმეები - 10;

- შვილად აყვანასთან, მშობლის უფლების განხორციელებასთან, შვილთან ურთიერთობის წესთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული საქმეები - 16;

- სხვა -1.

3. რეგულირების სააგენტო - 14;  მათ შორის:

- წამალი და ფარმაცევტული საქმიანობა - 9;

- ლიცენზია/ნებართვა -3;

- მაღალი რისკი -0;

- სხვა -2.

4. ტრეფიკინგის ფონდი - 3

5. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 0

6. სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი" – 0

1.   სამინისტროს ცენტრალური აპარატი:

1.1. სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ

მოსარჩელე: სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯია“

მოპასუხე: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირები: სამინისტრო, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

დავის საგანი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს,  სს "სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" (მყიდველი) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (გამყიდველი) შორის 2012 წლის 31 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ძალაში მყოფ ხელშეკრულებად აღიარება, რომლის საფუძველზეც მყიდველს გადაეცა ქ. დედოფილსწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 15 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს შექმნის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვით ექსპლუატაციაში მიღებისა და 7 წლის განმავლობაში ბაზისური სამედიცინო სერვისების უწყვეტად შენარჩუნების პირობით

შედეგი: სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიცია საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე და ასევე,  განსჯადობის შესახებ (რომელი სასამართლოს განსახილველია საქმე ადმინისტრაციულის თუ სამოქალაქოსი). განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმის განხილვა გადაიდო

საქმის განმხილველი სასამართლო: სიღნაღის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

1.2. ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე  და სხვანი სამინისტროს წინააღმდეგ

მოსარჩელე: ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე  და სხვანი (სულ 6 პიროვნება)

მოპასუხე: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დავის საგანი: ,,იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ნუსხის“ (დანართი 2) -ის, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა (რომლითაც დადგენილია, რომ ორდინატურა დამთავრებული „მაძიებელი“ ვალდებულია გაიაროს დამატებითი გადამზადება და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა, თუკი მის მიერ გავლილი სწავლება/გადამზადების კურსის ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში ანალოგიურ პროგრამასთან შედარებით)

საქმის განხილვის შედეგი: სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები. საქმის განხილვა გადაიდო მხარეთა შეკითხვების ეტაპიდან

საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.2018 წ.

1.3. შპს  სიტროენ ჯორჯია - სამინისტროს წინააღმდეგ

მოსარჩელე: შპს სიტროენ ჯორჯია

მოპასუხე: სამინისტრო

მესამე პირი: შპს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“

დავის საგანი: „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელ დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის სპეციალიზირებული ავტომანქანების - 10 ერთეული რეანომობილის შესყიდვის შესახებ სატენდერო კომისიის 13/07/2017 წლის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა

მდგომარეობა/შედეგი: საქმის განხილვა გადაიდო 12 ივნისს, სასამართლოს მიერ წინასწარი შეტყობინებით (მიზეზად დასახელდა სასამართლო სხდომის დარბაზის მოუძიებლობა. ასევე, სასამართლო სხდომის ოქმის ჩამწერი პროგრამის ტექნიკური ხარვეზი)

საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.2018 წ.

2.   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო:

2.1.მოსარჩელე / განმცხადებელი: შპს საავადმყოფო-პოლიკლინიკური  გაერთიანება (კაზრეთი)

მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმების შემოწმებასთან დაკავშირებით აქტების ბათილად ცნობა, საჯარიმო სანქციის გაუქმება (თანხა  -  37 653.56 ლარი)

მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო გაურკვეველი დროით

განმხილველი სასამართლო: ბოლნისის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.2018 წ.

2.2.მოსარჩელე / განმცხადებელი: დავით ოქრუაშვილი

მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღგენა, განაცდურის ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: შეჩერდა საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით

განმხილველი სასამართლო: მცხეთის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო) 

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.2018 წ.

2.3.მოსარჩელე / განმცხადებელი: სოციალური მომსახურების სააგენტო

მოპასუხე: შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი"

დავის საგანი: სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 757 531.26 ლარის ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: გრძელდება არსებითი განხილვა

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.2018 წ.

2.4.მოსარჩელე / განმცხადებელი: შპს "მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო"

მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საჯარიმო სანქციით  გათვალისწინებული  ასანაზღაურებელი თანხის არარსებობის დადგენა და აქტების ბათილად ცნობა (თანხა - 2 193 329 ლარი)

მდგომარეობა/შედეგი: გრძელდება არსებითი განხილვა

განმხილველი სასამართლო: თბილისის  საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.2018 წ.

2.5.მოსარჩელე / განმცხადებელი: ნინო ციხელაშვილი

მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: სოციალური დაუცველთა ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენა

მდგომარეობა/შედეგი: გრძელდება არსებითი განხილვა

განმხილველი სასამართლო: თბილისის  საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.6.მოსარჩელე / განმცხადებელი: ვახტანგ კაკუბერი

მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში ხელახლა დარეგისტრირება და სოციალური დახმარების ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: გრძელდება არსებითი განხილვა

განმხილველი სასამართლო: თბილისის  საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.7.მოსარჩელე / განმცხადებელი: ელხან გუსეინოვი

მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: გრძელდება არსებითი განხილვა

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.8. მოსარჩელე / განმცხადებელი: ეთერი ცანავა

მესამე პირი: სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: ნანა მჟავიას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა

მდგომარეობა/შედეგი: დაინიშნა დროებითი მხარდამჭერი

განმხილველი სასამართლო: სენაკის რაიონული სასამართლო

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.9. მოსარჩელე / განმცხადებელი: ეთერი ცანავა

მესამე პირი: სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: ბესარიონი ცანავას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა

მდგომარეობა/შედეგი: დაინიშნა დროებითი მხარდამჭერი

განმხილველი სასამართლო: სენაკის რაიონული სასამართლო

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.10. მოსარჩელე / განმცხადებელი: ზვიადი კორძაია

მესამე პირი: სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: მურადი კორძაიას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა

მდგომარეობა/შედეგი: დაინიშნა დროებითი მხარდამჭერი

განმხილველი სასამართლო: სენაკის რაიონული სასამართლო

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.11.მოსარჩელე / განმცხადებელი: ავთანდილ კოჩალიძე

მოპასუხე: ნანა იაკობაძე

მესამე პირი: სოციალური მომსახურების სააგენტო,  ადიგენის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: გრძელდება არსებითი განხილვა

განმხილველი სასამართლო: ადიგენის მაგისტრატი სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.2018 წ.

2.12.მოსარჩელე / განმცხადებელი: სააგენტოს ბორჯომის რაიონული განყოფილება

მოპასუხე: თამარ გელაშვილი

დავის საგანი: მშობლის უფლების ჩამორთმევა

მდგომარეობა/შედეგი: დაკმაყოფილდა განცხადება

განმხილველი სასამართლო: ხაშურის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 27.04.2018 წ.

2.13.მოსარჩელე / განმცხადებელი: თამარი ნიკოლაიშვილი

მესამე პირი: სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება 

დავის საგანი: დროებითი მხარდაჭერის დაწესება, მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა

მდგომარეობა/შედეგი: დაუწესდა დროებითი მხარდაჭერა

განმხილველი სასამართლო: გურჯაანის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 27.04.2018 წ.

2.14.მოსარჩელე / განმცხადებელი: დათო ჯელაძე

მოპასუხე: ნინო ბაწაშვილი

მესამე პირი: სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება 

დავის საგანი:  ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და ნახვის დღეების განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო მთავარი სხდომის ეტაპზე

განმხილველი სასამართლო: გურჯაანის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.15.მოსარჩელე / განმცხადებელი: სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება 

მოპასუხე: ასმათი როსტიაშვილი

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (თანხა - 100 ლარი)

მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე

განმხილველი სასამართლო: გურჯაანის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 03.05.2018 წ.

2.16..მოსარჩელე / განმცხადებელი: სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება 

მოპასუხე: ზინაიდა შიოშვილი

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (თანხა 60 ლარი)

მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე

განმხილველი სასამართლო: გურჯაანის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.17.მოსარჩელე / განმცხადებელი: სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილება

მოპასუხე: აიდინ მირზაევი

დავის საგანი: მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა

მდგომარეობა/შედეგი: დასრულებული, სარჩელი დაკმაყოფილდა

განმხილველი სასამართლო: საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.18.მოსარჩელე / განმცხადებელი: ფუად სულეიმანლი

მოპასუხე: ლიმონ აბდულაევა

მესამე პირი: სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილება

დავის საგანი: არასრულწლოვანი ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: დასრულებული. მხარეები მორიგდნენ

განმხილველი სასამართლო: სიღნაღის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.19.მოსარჩელე / განმცხადებელი: მირვალი ფაშაევა

მოპასუხე: მეჰმან იაგუბოვი

მესამე პირი: სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილება

დავის საგანი: არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარე

განმხილველი სასამართლო: სიღნაღის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.20.მოსარჩელე / განმცხადებელი: მეხრიბან რაშიდოვა

მოპასუხე: რუსლან ალიხანოვი

მესამე პირი: სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილება

დავის საგანი: არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარე

განმხილველი სასამართლო: სიღნაღის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.21.მოსარჩელე /განმცხადებელი: ჯემალ ცენტერაძე  

მესამე პირი: სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: როლანდ ცენტერაძის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მასზე მხარდამჭერის დანიშვნა

მდგომარეობა/შედეგი: დაენიშნა დროებითი მხარდამჭერი

განმხილველი სასამართლო: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.2018 წ.

2.22. მოსარჩელე / განმცხადებელი: ალექსანდრე ქუძიაშვილი

მოპასუხე: თამარ აბესაძე

მესამე პირი: სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: განქორწინება, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო სასამართლო სხდომა

განმხილველი სასამართლო: ქუთაისის საქალაქო სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.2018 წ.

2.23.მოსარჩელე / განმცხადებელი: შორენა დავითაძე  

მოპასუხე: ზვიად შაინიძე

მესამე პირი: სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება

დავის საგანი: განქორწინება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი, დედას განესაზღვრა ნახვის დღეები 

განმხილველი სასამართლო: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.2018 წ.

2.24.მოსარჩელე / განმცხადებელი: მერაბ პაქსაძე  

მესამე პირი: სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება

დავის საგანი: ზურაბ პაქსაძის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მერაბ პაქსაძის დროებით მხარდაჭერად დანიშვნა

მდგომარეობა/შედეგი: განცხადება დაკმაყოფილდა 

განმხილველი სასამართლო: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.25.მოსარჩელე / განმცხადებელი: იოსებ შავაძე  

მესამე პირი: სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება

დავის საგანი: მირიან შავაძის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და იოსებ შავაძის დროებით მხარდაჭერად დანიშვნა

მდგომარეობა/შედეგი: განცხადება დაკმაყოფილდა 

განმხილველი სასამართლო: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.26.მოსარჩელე / განმცხადებელი: ნათელა მელაძე  

მესამე პირი: სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება

დავის საგანი: ზურაბ ჯაყელის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და ნათელა მელაძის დროებით მხარდაჭერად დანიშვნა

მდგომარეობა/შედეგი: განცხადება დაკმაყოფილდა 

განმხილველი სასამართლო: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.2018 წ.

2.27. მოსარჩელე / განმცხადებელი: ახმეტის რაიონული განყოფილება

მოპასუხე: ნატა მუთოშვილი

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება (100 ლარი)

მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარე

განმხილველი სასამართლო: ახმეტის მაგისტრატი სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 03.05.2018 წ.

2.28. მოსარჩელე / განმცხადებელი: ახმეტის რაიონული განყოფილება

მოპასუხე: მაია ასათაშვილი

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება (თანხა- 60 ლარი)

მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარე

განმხილველი სასამართლო: ახმეტის მაგისტრატი სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 03.05.2018 წ.

2.29. მოსარჩელე / განმცხადებელი: საბინა ნივთალიევი

მოპასუხე: რამის ნოვრუზოვი, ხათაია ნოვრუზოვა

მესამე პირი: სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: სხდომა გადაიდო

განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.2018 წ.

2.30.მოსარჩელე / განმცხადებელი: სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება

მოპასუხე: ნაირი გოგალაძე       

დავის საგანი: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017წ 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე N 3-80-2017) გაუქმება, ამავე საქმეზე  ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება (საარსებო შემწეობის აღდგენა)

მდგომარეობა/შედეგი: არ დაკმაყოფილდა ხაშურის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი

განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.2018 წ.

2.31.მოსარჩელე / განმცხადებელი: გულნაზი ბასილაძე ჯუმბერ ბასილაძე

მოპასუხე: თეა შევარდნაძე  

მესამე პირი: სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: შვილიშვილის ნახვის დღეების განსაზღვრა  

მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი იქნა გამოხმობილი მოსარჩლეს მიერ

განმხილველი სასამართლო: ბათუმის საქალაქო სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 30.04.2018 წ.

2.32.მოსარჩელე / განმცხადებელი: აპელანტი ნათია ბიძაძე

მოპასუხე: ზურაბ შავერდაშვილი

მესამე პირი: ლაგოდეხის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა  

მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო

განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო

პროცესის გამართვის თარიღი: 27.04.2018 წ.

2.33. მოსარჩელე / განმცხადებელი: ალექსანდრე ქუძიაშვილი

მოპასუხე: თამარ აბესაძე

მესამე პირი: სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

დავის საგანი: განქორწინება, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: მორიგების პირობების შესათანხმებლად პროცესი გადაიდო მოსამზადებელ სხდომაზე

განმხილველი სასამართლო: ქუთაისის საქალაქო სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.2018 წ.

2.34. მოსარჩელე / განმცხადებელი: ფიქრია მერაბიშვილი

მოპასუხე: დავით გოგლიჩიძე

მესამე პირი: სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

დავის საგანი: განქორწინება, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

მდგომარეობა/შედეგი: გაფორმდა მორიგების აქტი

განმხილველი სასამართლო: ქუთაისის საქალაქო სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 03.05.2018 წ.

2.35. მოსარჩელე / განმცხადებელი: ნათია ძაგანია

მოპასუხე: გოგა ჩანგელია

მესამე პირი: სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: განქორწინება, ალიმენტის დაკისრება და არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის

განმხილველი სასამართლო: სენაკის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.2018 წ.

2.36. მოსარჩელე / განმცხადებელი: ეთერ სიდონაშვილი

მოპასუხე: კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, პენსიის დანიშვნა

მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარე

განმხილველი სასამართლო: თელავის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.2018 წ.

2.37. მოსარჩელე / განმცხადებელი: გიორგი მოსემღვდლიშვილი

მოპასუხე: მარი ბრაგვაძე

მესამე პირი: კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

დავის საგანი: ალიმენტის ოდენობის შემცირება. არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა

მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარე

განმხილველი სასამართლო: თელავის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.2018 წ.

2.38.მოსარჩელე / განმცხადებელი: სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება 

მოპასუხე: შორენა ჩოხელი

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე

განმხილველი სასამართლო: ყვარლის მაგისტრი სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 26.04.2018 წ.

2.39.მოსარჩელე / განმცხადებელი: სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება 

მოპასუხე: თეონა დათუკიშვილი

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (100 ლარი)

მდგომარეობა/შედეგი: დასრულდა მორიგებით

განმხილველი სასამართლო: ყვარლის მაგისტრატი სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 26.04.2018 წ.

2.40. მოსარჩელე / განმცხადებელი: მაგდანა ალხანაშვილი

მოპასუხე: ჯემალი გუმაშვილი

მესამე პირი: ახმეტის რაიონული განყოფილება

დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარე

განმხილველი სასამართლო: თელავის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 03.05.2018 წ.

2.41. მოსარჩელე / განმცხადებელი: ლელა იუკურიძე

მესამე პირი: კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

დავის საგანი: პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, მხარდაჭერის დაწესება

მდგომარეობა/შედეგი: დასრულებული

განმხილველი სასამართლო: თელავის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)

პროცესის გამართვის თარიღი: 03.05.2018 წ.

2.42. აპელანტი: შპს ნეომედი

მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო

მესამე პირი: რეგულირების სააგენტო

დავის საგანი: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლის საფუძველზეც, შპს ნეომედს დაეკისრა თანხა, საჯარიმო სანქცია (25 403.40 ლარი)

მდგომარეობა/შედეგი: შპს ნეომედის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა

განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 04.05.18 წ.

3. რეგულირების სააგენტო:

3.1  სს გეფა

დავის საგანი: აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა –  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა  500  ლარის ოდენობით    

განმხილველი სასამართლო: თბილისის  საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 01.05.18 წ.

3.2  შპს გლობალფარმი

დავის საგანი: პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა  გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა  6000 ლარის ოდენობით    

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.18 წ.

3.3  შპს ანა

დავის საგანი: საქმიანობა ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა  8000 ლარის ოდენობით   

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.18 წ.

3.4  შპს ნალი

დავის საგანი:  პირველი  ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა  გამოიწვევს დაჯარიმებას  6000  ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა  6000  ლარის ოდენობით   

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.18 წ.

3.5  შპს პსპ ფარმა

დავის საგანი: აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა  500 ლარის ოდენობით            

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.18 წ.

3.6  შპს ნეოფარმი +

დავის საგანი: აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

3.7  შპს ემ ფარმა

3.8  შპს ფარმაცევტული სახლი +

3.9  შპს მბა

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა  500  ლარის ოდენობით;     

განმხილველი სასამართლო: თბილისის  საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.18 წ.

3.10  მოსარჩელე: ვახტანგ ძიძიგური

მოპასუხე : შპს გორმედი;  ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება; შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო ცენტრი

მესამე პირი: რეგულირების სააგენტო

დავის საგანი: აქტების ბათილად ცნობა, შშმ პირის სტატუსის მინიჭება

მდგომარეობა/შედეგი: მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო, სარჩელი დარჩა განუხილველი

განმხილველი სასამართლო: გორის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.18 წ.

3.11  სს გეფა

დავის საგანი: ავტორიზებული აფთიაქის, სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა  2000 ლარის ოდენობით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 04.05.18 წ.

3.12  აპელანტი: შპს ნეომედი

მოპასუხე : სოციალური მომსახურების სააგენტო

მესამე პირი: რეგულირების სააგენტო

დავის საგანი: თანხის დაკისრება

მდგომარეობა/შედეგი: შპს ნეომედის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა

განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 04.05.18 წ.

3.13  ი/მ ელისო აფციაური

დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა

განმხილველი სასამართლო: დუშეთის მაგისტრატი სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 04.05.18 წ.

3.14  შპს ნიმფა

დავის საგანი: პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა  გამოიწვევს დაჯარიმებას  6000 ლარის ოდენობით.ავტორიზებული აფთიაქის, სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა  გამოიწვევს დაჯარიმებას  1600  ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა

განმხილველი სასამართლო: დუშეთის მაგისტრატი სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 04.05.18 წ.

4. ტრეფიკინგის ფონდი:

4.1. კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი - თ.ტ.  მეუღლის მ.გ. - ის წინააღმდეგ

განმცხადებელი: კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის - თ.ტ 

მოწინააღმდეგე მხარე: განმცხადებლის მეუღლე მ.გ.

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა (ოჯახში ძალადობის აღკვეთა)

მდგომარეობა/შედეგი: გამოიცა დამცავი ორდერი 6 თვის ვადით

საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 02.05.2018 წ.

4.2. კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის - ნ.გ.  მეუღლის ო.ლ.- ის  წინააღმდეგ

განმცხადებელი: კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის - ნ.გ. 

მოწინააღმდეგე მხარე: განმცხადებლის ყოფილი  მეუღლე ო.ლ.

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა (ოჯახში ძალადობის აღკვეთა), განმცხადებლისა და მისი შვილის გ.ლ.-ის მიმართ, მოძალადისგან დაცვის მიზნით

მდგომარეობა/შედეგი: გამოიცა დამცავი ორდერი 6 თვის ვადით, განმცხადებლის მიმართ. შვილის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა

საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 03.05.2018 წ.

4.3. ო.ლ.  კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის - ნ.გ.-ს  წინააღმდეგ

განმცხადებელი: კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის - ნ.გ. - ის ყოფილი  მეუღლე ო.ლ.

მოწინააღმდეგე მხარე: კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის - ნ.გ. 

დავის საგანი: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოცემული დამცავი ორდერის გაუქმება

მდგომარეობა/შედეგი: სხდომა გადაიდო 7 მაისს

საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი: 04.05.2018 წ.

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე