| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko; Zaza Sopromadze; Kakhaber Dzimistarishvili |
| Subject : | ყოველკვირეული ინფორმაცია სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით |
| Received On : | 16.04.2018 11:18 |
მოგესალმებით დავით, კოლეგებო,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას 10.04.18 –13.04.18 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით:
ჯამური სურათი: სულ - 27; მათ შორის:
1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 2
2. სოციალური მომსახურების სააგენტო - 15; მათ შორის:
- სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული საქმეები - 2;
- ქმედუუნაროდ აღიარებასთან/მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საქმეები - 7;
- შვილად აყვანასთან, მშობლის უფლების განხორციელებასთან, შვილთან ურთიერთობის წესთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული საქმეები - 6;
- სხვა -0.
3. რეგულირების სააგენტო - 7; მათ შორის:
- წამალი და ფარმაცევტული საქმიანობა - 5;
- ლიცენზია/ნებართვა -0;
- მაღალი რისკი -0;
- სხვა -2.
4. ტრეფიკინგის ფონდი - 2
5. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 1
6. სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი" – 0
1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი:
1.1. მოსარჩელე: ნანა პაპაჩაშვილი
მოპასუხე: NCDC
მესამე პირი: სამინისტრო
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (1400 ლარი)
მდგომარეობა/ შედეგი: სარჩელი დარჩა განუხილველი, ვინაიდან უფლებამონაცვლემ არ გამოიჩინა იურიდიული ინტერესი. კერძოდ, მოსარჩელე ნანა პაპაჩაშვილის გარდაცვალების შემდეგ, დადგენილ იქნა მისი უფლებამონაცვლე (მისი შვილი). თუმცა, მას არ მიუმართავს სასამართლოსათვის საქმეში ჩართვისა და დავის გაგრძელების მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის (1 – 1.5 წელი) გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.18 წ.
1.2. მარიამ მიქიაშვილი და გიორგი ენუქიძე სამინისტროს წინააღმდეგ
მოსარჩელე: მარიამ მიქიაშვილი, გიორგი ენუქიძე
მოპასუხე: სამინისტრო
დავის საგანი: მოსარჩელეები არიან შშმ პირები (მხედველობის არმქონე/მცირემხედველნი, სმენის არმქონე), რომელთათვისაც სამინისტროსა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან ინფორმაციის მიღება შეზღუდულია (საიტი არ არის ადაპტირებული, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს). მათი აზრით აღნიშნული ფაქტი დისკრიმინაციულია. შესაბამისად მოსარჩელეები ითხოვენ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, სამინისტროს დავალდებულებას დისკრიმინაციის ფაქტის აღმოფხვრისა და მორალური ზიანის 1 ლარის ანაზღაურებას
შედეგი: სასამართლომ მოისმონა მხარეთა პოზიციები ვებ-გვერდის ფუნქციონირების შესახებ, თუ რამდენად არის იგი დღეის მდგომარეობით ადაპტირებული შშმ პირთათვის (სამინისტროს წარმოადგენდნენ მათ შორის IT დეპარტამენტის სპეციალისტი და სამინისტროში დასაქმებული შშმ (უსინათლო) პირი) . სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მხარეთა რეალური, სამართლებრივი ინტერესი არის პრობლემის აღმოფხვრა, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელია პრობლემის მოგვარება. აქედან გამომდინარე, მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით, სასამართლომ საქმის განხილვა (მთავარი სხდომა) გადადო 5 ივნისს
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.18 წ.
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო:
2.1.მოსარჩელე / განმცხადებელი: შპს "ნეო მედი"
მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი: სააგენტოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N04/64650 და 2017წ. 11 დეკემბრის N04/76403 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურება (თანხა - 4 533.75 ლარი)
მდგომარეობა/შედეგი: გრძელდება არსებითი განხილვა
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.2018 წ.
2.2.მოსარჩელე / განმცხადებელი: რუსიკო ჯაჭვაძე
მოპასუხე: სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება
დავის საგანი: სოციალური დახმარების აღდგენა
მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე
განმხილველი სასამართლო: გურჯაანის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 06.04.2018 წ.
2.3.მოსარჩელე / განმცხადებელი: ნანა აბასოვი
მესამე პირი: სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება
დავის საგანი: დროებითი მხარდაჭერის დაწესება, მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა
მდგომარეობა/შედეგი: დაუწესდა დროებითი მხარდაჭერა
განმხილველი სასამართლო: გურჯაანის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.2018 წ.
2.4.მოსარჩელე / განმცხადებელი: სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილება
მოპასუხე: ვერა ქურდაძე
დავის საგანი: მშობლის უფლებების ჩამორთმევა
მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი დაკმაყოფილდა
განმხილველი სასამართლო: გორის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.2018 წ.
2.5.მოსარჩელე / განმცხადებელი: (აპელანტი) თინათინ ლაბაძე
მოპასუხე: (მოწინააღმდეგე მხარე): ზურაბ გოგალაძე
მესამე პირი: სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება
დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
მდგომარეობა/შედეგი: პროცესი გადაიდო სხვა დროისთვის
განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.2018 წ.
2.6.მოსარჩელე / განმცხადებელი: ლეილა უგრეხელიძე
მესამე პირი: სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება
დავის საგანი: ერანუშ უგრეხელიძისთვის დროებითი მხარდამჭერის დანიშვნა
მდგომარეობა/შედეგი: პროცესი გადაიდო სხვა დროისთვის
განმხილველი სასამართლო: ხაშურის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 12.04.2018 წ.
2.7.მოსარჩელე / განმცხადებელი: ისმაილ იაკობაძე
მესამე პირი: სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილება
დავის საგანი: სრულწლოვანი პირის, მზევინარ იაკობაძისათვის მხარდამჭერის დანიშვნა
მდგომარეობა/შედეგი: დაკმაყოფილდა, ისმაილ იაკობაძე დაინიშნა მხარდამჭერად
განმხილველი სასამართლო: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.2018 წ.
2.8.მოსარჩელე / განმცხადებელი: აკიფ აშრალოვი
მესამე პირი: სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილება
დავის საგანი: სრულწლოვანი პირის, ნემატ აშრალოვისათვის მხარდამჭერის დანიშვნა
მდგომარეობა/შედეგი: დაკმაყოფილდა, აკიფ აშრალოვი დაინიშნა მხარდამჭერად
განმხილველი სასამართლო: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.2018 წ.
2.9. მოსარჩელე / განმცხადებელი: ირმა ჩარჩხალია – რაული გუნია
მესამე პირი: სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილება
დავის საგანი: შვილად აყვანა
მდგომარეობა/შედეგი: დასრულებული/დაკმაყოფილდა მოთხოვნა
განმხილველი სასამართლო: აბაშის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.2018 წ.
2.10. მოსარჩელე / განმცხადებელი: ირინე გაჩეჩილაძე, მიხეილ გელაშვილი
მოპასუხე/ ბრალდებული: შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“
მესამე პირი: სააგენტოს დიდუბე–ჩუღურეთის სერვის ცენტრი
დავის საგანი: მშობლებად აღიარება
მდგომარეობა/შედეგი: დასრულდა, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 06.04.2018 წ.
2.11. მოსარჩელე / განმცხადებელი: გული ოჯოიანი
მოპასუხე/ ბრალდებული: ოთარ სინჯოევი
მესამე პირი: სააგენტოს დიდუბე–ჩუღურეთის სერვის ცენტრი
დავის საგანი: ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
მდგომარეობა/შედეგი: დასრულდა მხარეთა მორიგებით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.2018 წ.
2.12. მოსარჩელე / განმცხადებელი: გიულმამედ სულეიმანოვი
მოპასუხე: გიულნარ რაჯაბოვა
მესამე პირი: სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება
დავის საგანი: შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
მდგომარეობა/შედეგი: დასრულდა, დაკმაყოფილდა სარჩელი
განმხილველი სასამართლო: მარნეულის მაგისტრატი სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.2018 წ.
2.13. მოსარჩელე / განმცხადებელი: მურად კარაკოვი
მოპასუხე: ნიგარ რუსტამოვა
მესამე პირი: სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილებადავის საგანი: შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო პროცესი
განმხილველი სასამართლო: მარნეულის მაგისტრატი სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.2018 წ.
2.14.მოსარჩელე / განმცხადებელი: ელისაბედ ხუგაევი
მესამე პირი: სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილება
დავის საგანი: სრულწლოვანი პირების, გიორგი და გოჩა ცოტნიაშვილებისათვის მხარდამჭერის დანიშვნა
მდგომარეობა/შედეგი: დაკმაყოფილდა, ელისაბედ ხუგაევი დაინიშნა მხარდამჭერად
განმხილველი სასამართლო: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.2018 წ.
2.15.მოსარჩელე / განმცხადებელი: მზია მიშველიანი
მესამე პირი: სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილება
დავის საგანი: სრულწლოვანი პირის, ნაზიკო ტვილდიანისათვის მხარდამჭერის დანიშვნა
მდგომარეობა/შედეგი: დაკმაყოფილდა, მზია მიშველიანი დაინიშნა მხარდამჭერად
განმხილველი სასამართლო: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.2018 წ.
3. რეგულირების სააგენტო:
3.1 შპს არგო
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.18 წ.
3.2 შპს ინტერდენტი

ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან/და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.18 წ.
3.3 ი/მ ქეთევან ღვინერია
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევა; ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევა (როგორც რეკლამის დამკვეთის, ისე რეკლამის განმახორციელებელი პირის მიმართ) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.18 წ.
3.4 ი/მ მზია ვარადაშვილი
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევა ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევა (როგორც რეკლამის დამკვეთის, ისე რეკლამის განმახორციელებელი პირის მიმართ) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის
გამართვის თარიღი:
11.04.18 წ.
3.5. შპს ავერსი ფარმა
დავის საგანი: პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა
მდგომარეობა/შედეგი: საქმისწარმოება შეწყდა
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.18 წ.
3.6.შპს ნიუ ფარმაცევტიკალ სერვისი
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 11.04.18 წ.
3.7 სს გეფა
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილ იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 13.04.18 წ.
4. ტრეფიკინგის ფონდი:
4.1. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის დ.უ. - ს სისხლის სამართლის საქმე
დავის საგანი: დაზარალებულის - თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის დ.უ. - ს სისხლის სამართლის საქმე, ოჯახში ძალადობის მუხლით
მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო 28 მაისს
პროცესის გამართვის თარიღი: 12.04.2018 წ.
4.2. ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის თ.კ-ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა
დავის საგანი: ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის თ.კ-ის მიერ სასამართლოში შეტანილ განცხადება - მისი მეუღლის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
მდგომარეობა/შედეგი: გამოიცა დამცავი ორდერი 6 თვის ვადით
პროცესის გამართვის თარიღი: 13.04.2018 წ.
5. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი:
5.1. მოსარჩელე: ნანა პაპაჩაშვილი
მოპასუხე: NCDC
მესამე პირი: სამინისტრო
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (1400 ლარი)
მდგომარეობა/ შედეგი: სარჩელი დარჩა განუხილველი, ვინაიდან უფლებამონაცვლემ არ გამოიჩინა იურიდიული ინტერესი. კერძოდ, მოსარჩელე ნანა პაპაჩაშვილის გარდაცვალების შემდეგ, დადგენილ იქნა მისი უფლებამონაცვლე (მისი შვილი). თუმცა, მას არ მიუმართავს სასამართლოსათვის საქმეში ჩართვისა და დავის გაგრძელების მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის (1 – 1.5 წელი) გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.18 წ.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე