| From : | avtandiltalakvadze@gmail.com |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | ყოფილი პათოლოგიის რეფერალური ცენტრის რეკონსტრუქციის შესახებ |
| Received On : | 26.10.2017 11:14 |
ბატონო დავით,
თქვენი დავალების თანახმად მოგიმზადეთ მოხსენებით ბარათი ტრენინგ ცენტრის უკან მდებარე დაუსრულებელ შენობასთან დაკავშირებით რომ განთავსდეს ჩვენი ცენტრი, მოგახსენებთ, რომ სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ 2015 წლის დეკემბრის თვიდან ქირავნობის ხელშეკრულებით განთავსებულია ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. #117-ში. აღნიშნულ მისამართზე განთავსებულია, როგორც ცენტრალური ოფისი, ასევე საწყობი, სადაც განთავსებულია ცენტრის ბალანზე რიცხული მატერიალური ფასეულობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცენტრის სადისპეტჩერო განთავსებულია ორ ოთახში, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში და 19 თანამშრომელს უწევთ თითქმის უწყვეტ რეჟიმში სამედიცინო ბრიგადებთან და ინიციატორებთან კავშირი, რა დროსაც სადისპეჩეროში ფართის სიმცირის გამო იქმნება ხმაური, რომელიც უარყოფიდად აისახება მუშაობის ხარისხზე. ასევე ოთახების ფართის სიმცირის გამო, ცვლის უფროსისა და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერების სამუშაო ადგილი განთავსებულია სხვა ოთახში, რაც ხელ უშლის სადისპეტჩეროს გამართულ ფუნქციონირებას. 24 საათიან რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებსაც არა აქვთ უფლება გავიდნენ შენობიდან შესვენების დროს, არ არის გათვალისწინებული მოსასვენებელი ადგილი.
ცენტრის თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის სადისპეტჩეროს თანამშრომლები, დღეის მდგომარეობით განთავსებულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია ცენტრში მიმდინარე პროცესების სრულყოფილად შესრულებისთვის.
ცენტრის ოფისში ხორციელდება „კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება“ პროგრამაში (ცენტრის საკუთრებაში არსებული ავტომობილები) ჩართული ბრიგადების გადაბარების პროცესი (მედიკამენტების, სახარჯი მასალის შევსება და სხვა საჭირო პროცედურების განხორციელება), რომელის ასევე მოითხოვს შესაბამის ფართს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის ფუნქციონალური დატვირთვის გათვალისწინებით, როგორც სადისპეტჩეროს, ასევე სხვა თანამშრომლებისთვის, ნაქირავევებ ფართში არ არის შექმნილი სრულყოფილი სამუშაო პირობები, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ცენტრის ფუნქციონირებაზე.
აღნიშნული ფართის ქირაობისთვის ცენტრს 2016 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე ფართის ქირაობისთვის გადახდილი აქვს - 289 622 ლარი, წლის ბოლომდე გადავიხდით დამატებით 64 000 ლარს, მომავალ წელს გათვალისწინებულია 256 000 ლარამდე. (კურსის ცვალებადობის გამო მუდმივად იცვლება ყოველთვიური გადასახდელი თანხა (-/+))
აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანზე ირიცხება ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლი ხეივნის მე-12 კმ. განთავსებული 2200 კვ.მ. შენობა ნაგებობა, რომელიც 5 წლის განმავლობაში უფუნქციოა, ვინაიდან დაუსრულებელია (აშენებულია მხოლოდ კარკასი). აღნიშნული შენობის დასრულების შემდგომ, იმ შემთხვევაში თუ გადმოეცემა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, მოხდება ცენტრის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსახურის (სადისპეტჩეროსი) ერთ სივცეში განთავსება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე რეფერალური დახმარების ბრიგადების ერთიანი მართვის ქვეშ მოქცევას. აღნიშნული თავის მხრივ გააუმჯობესებს, როგორც ყოვედღიურ, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს ჩვენი ცენტრის სრულყოფილ და ეფექტურ მართვას.
აღნიშნული ფართის მშენებლობის და რემონტის დასრულებისთვის საჭიროა დაახლოებით 2 000 000 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული შენობა მდებარეობს ცენტრის სასწავლო სატრენინგო ცენტრის გვერდით, და შესაბამისად ცენტრის აღნიშნულ შენობაში განთავსება ხელს შეუწყობს სტრუქტურული ერთეულების უფრო ეფექტურად ფუნქციონირებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოიყოს შესაბამისი სახსრები და დასრულდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანზე რიცხული, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლი ხეივნის მე-12 კმ. მდებარე შენობის მშენებლობა, რემონტი და აღჭურვა და გადაეცეს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, სადაც შექმნილი იქნება თითოეული თანამშრომლისთვის ის პირობები, რაც საჭიროა ცენტრის გამართული ფუნქციონირებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი თანხმობის შემთხვევაში დავიწყებ შესაბამის პროცედურებს რომ აღნიშნული თანხა გავითვალისწინოთ მომავალი წლის აღჭურვის ბიუჯეტში.