| From : | Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | შეტყობინება საპატრიაქროს პანსიონატიდან |
| Cc : | nino <odisharia> |
| Received On : | 07.11.2017 15:24 |
| Attachments : |
ბატონო დავით საღამო მშვიდობის,
ცხელის ხაზით შემოვიდა შეტყობინება მოქალაქე ნინო კაპანაძისგან, რომელიც დასაქმებულია საქართველოს საპატრიარქოს სამცხე-ჯავახეთის ნინოწმინდის წმ. ნინოს ბავშვთა პანსიონატში (10 წელია მუშაობს პანსიონატში) და აღნიშნავს შემდეგი დარღვევების შესახებ შრომის უფლებებისა და შრომის გარემო პირობების კუთხით:
· სამზარეულოში არ აქვთ გამწოვი საშუალება;
· მიმდინარე წლის მაისის თვის შემდეგ არ გაცემულა თანამშრომლებზე ხელფასები;
· თანამშრომლებს არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები (ბოლო ხელშეკრულება დაიდო 3 წლის წინ).
მოქალაქე ამბობს, რომ პანსიონატს კურირებს სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი (ერისკაცობაში გოჩა აბულაძე), და უთითებს საკონტაქტო ტელეფონს: 599 57 32 87.
ნუცის ვესაუბრე, ვინაიდან თემა პანსიონატს ეხებოდა, შემომთავაზა შრომის ინსპექტორებთან ერთობლივად მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი ადგილზე, რაც დაფარავდა ერთის მხრივ შრომის პირობებს შემოწმებას და მეორე მხრივ, პანსიონატში ბავშვების მდგომარეობის შესწავლას.
როგორც წესი, ვგეგმავთ დავუკავშირდეთ მეუფე სპირიდონს და უფლებამოსილების მანდატის ფარგლებში შევთავაზოთ შრომის პირობების ინსპექტირება, რის შემდეგაც შრომის ინსპექტორები გაემგზვრებიან ობიექტზე და განახორციელებენ ინსპექტირებას.
თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადავწვიტეთ თქვენი საქმის კურსში ჩაყენება რჩევისთვის და შემდგომი მითითებებისთვის.
პატივისცემით,
ელზა ჯგერენაია
პატივისცემით | Sincerely
ელზა ჯგერენაია | Elza Jgerenaia
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი | Head of Labour and Employment Policy Department
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia
ოთახი (თბილისი):| Room (Tbilisi): 1502
ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1502)
მობ: | Cell: +995 (591) 22 11 00
ელ. ფოსტა:| E-mail: ejgerenaia@moh.gov.ge