From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : შეხვედრის შედეგები
Cc : Zaza Sopromadze; Noe Kinkladze
Received On : 14.04.2018 16:51
Attachments :

ბატონო დავით,


პარასკევს გვქონდა შეხვედრა პსპ ჯგუფის და ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთობლივად.

ასოციაცია სრულად დაეთანხმა მოსაწერი წერილის შინაარს და მზადაა ხელმოწერისთვის, თუმცა ჯი-ემ-პისთან ერთობლივი მომართვის გარეშე, ვინაიდან როგორც იგი ამბობს ერთობლივი მომართვა გააჩენს დამატებით კითხვებს, როგორც ბაზრის სხვა მოთამაშეებთან, ასევე ასოციაციის წევრებთან.

რაც შეეხება ჯი-ემ-პის - იგი მზადდა ყველაფერზე (როგორც ერთობლივ, ისე ცალკე ინიციატივაზე).


პროცედურულად გვთავაზობენ შემდეგ სქემას, რომ სამინისტროში გამართული შეხვედრების გათვალისწინებით, და ასევე საჯაროდ გამოთქმული ინიციატივის ფარგლებში ასოციაცია მოიწერება, რომ იმ შეხვედრების კვალდაკვალ აქვს ასეთი და ასეთი წინადადება და მზაობა (წერილი თან ერთვის).

იგივე მიდგომას გაიმერორებს ჯი-ემ-პიც, რომელიც კიდევ უფრო დააზუსტებს მოთხოვანას და მოაყოლებს ააიპ-ის წესდებასაც.


ამ შემთხვევაში სამინისტრო მიღებულ ინიციატივებს გააერთიანებს შინაარსის გათვალისწინებით და წარუდგენს მთავრობას.

რაც შეეხება წესდებას, მასში გაწევრიანება იქნება ნებაყოფლობითი, ღია, გამჭვირვალე. დამფუძნებლებს და წევრებს ექნებათ თაბარი უფლებები და ვალდებულებები. წესდების დრაფტის მომზადებისას ვიხელმძღვანელეთ ასოციაციის წესდებით, რომელიც მისაღები აღმოჩნდა ჯი-ემ-პისთვისაც.


გიგზავნით შესაბამის მასალებს (წერილები, წესდება), თქვენი თანხმობის შემთხვევაში მივაწვდი დაინტერესებულ მხარეებს ოფიციალური წარმოდგენისათვის.



პატივისცემით,

ნათია ხმალაძე