From : Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
To : David <Sergeenko>
Subject : შიდსის პროგრამის ცვლილებები
Cc : sbelkania@moh.gov.ge; admin.ccm@caucasus.net
Received On : 18.12.2017 08:46

მოგესალმებით ბატონო დავით,

მინდა გაცნობოთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვმართა, თქვენთან და საბჭოს შემადგენლობასთან შემდეგი საკითხის შეთანხმების თხოვნით:

როგორც თქვენთვის ცნობილია, გლობალური ფონდის დაფინანსების ძირითადი მიმღები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი,  2018 წლის იანვრიდან იწყებს განხორციელების შემდეგ ეტაპს, რომელიც სრულდება მიმდინარე გრანტის პირობებით 2019 წლის 1 ივლისს. აღნიშნულ პერიოდში ძირითადი განმახორციელებლის მიერ,  პროგრამის ფარგლებში არსებული ეკონომიის ხარჯზე დაგეგმილი იქნა რიგი ახალი აქტოვობები და ასევე მოთხოვნილი იქნა დაფინანსების გაგრძელება შემდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვან ღონისძიებებისთვის:

აივ ინფექციის ახალი შემთხვევების აქტიურ (ოპტიმიზირებულ) გამოვლენას მსმ-ებში, ნიმ-ებსა და კსმ ქალებში მინიმალური ფულადი ინსენტივების გამოყენებით;

ნიმ-ებში შემთხვევების მართვისა და სოციალური მხარდაჭერის კოპმონენტის გაძლიერებას არვ და ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩართული მომხმარებლების მხარდაჭერისთვის;

ქალ მომხმარებლებსა და ნიმ-ების სქესობრივ პარტნიორებზე გამიზნული ჯანმრთელობის ღონისძიებების გაფართოებას;

შპრიცისა და ნემსის პროგრამაში ჩართული ნიმ-ებისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მხარდაჭერას; 

მსმ-ებში მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრის კონცეფციის პილოტირებას თბილისში, სადაც ინტეგრირებული იქნება ჯანმრთელობის, სოციალური და ადამიანის უფლებების დაცვის სერვისები;

მსმ-ების მობილიზაციის მიზნით ინტერნეტ ინტერვენციების გაძლიერებას, ვიდეო-რგოლების და ბანერების მომზადებას და გავრცელებას; სპორტული და სოციალური ღონისძიებების ჩატარებას.

განხორციელების დარჩენილ პერიოდში არვ მკურნალობის მონიტორინგში ჩართული ექიმების, ლაბორატორიული პერსონალისა და ექთნების ხელფასების შენარჩუნებას.

 

ჯამურად ცვლილებების მოცულობა 500,000 აშშ დოლარამდეა (პროგრამის განახლებული ჯამური ბიუჯეტი დღის ბოლომდე იქნება გაზიარებული ძირითადი მიმღების მიერ).

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, საკითხს შევათანხმებთ საბჭოს სრულ შემადგენლობასთან, რის შემდეგაც მოგაწვდით გრანტში ცვლილებების მოთხოვნის დოკუმენტს ხელმოსაწერად.

პატივისცემით,

ირინა