| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; Z Alavidze; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; Sophiko katsarava; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili |
| Subject : | შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული გზავნილები |
| Received On : | 24.02.2018 08:54 |
· ჩვენმა ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯი გადადგა რეპრესიული მმართველობიდან ადამიანისაკენ და მის უფლებებზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოსკენ. ეს არის ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე დამყარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გარანტი.
· ჩვენმა ხელისუფლებამ, რეპრესიული მმართველობიდან გაათავისუფლა პოლიცია და სასჯელაღსრულების სისტემაც. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი კანონის და ადამიანის უფლებათა დაცვაა.
· აქტიურად, ღიად ვებრძვით კრიმინალს, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კომპლექსური გამოწვევაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, გვყავდეს ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები რომელიც თანამედროვე მიდგომებით ებრძვიან კრიმინალს და საზოგადოება, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სამართალდამცველებთან.
· უფრო მეტად ეფექტიანი სამართალდამცავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს უწყების სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმირება, რომლის ფარგლებშიც ინერგება ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სტანდარტები. სამინისტროში უკვე დაწყებულია კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლითაც გაიმიჯნება ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციები. ასევე ინერგება მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტი, რომელიც არის პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. საპატრულო პოლიციის რეფორმა გადადის ახალ ეტაპზე, სადაც მოხდება ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაცია და საპოლიციო მომსახურების ერთიანი სივრცის შექმნა. ასევე დაწყებულია სასაზღვრო პოლიციის რეფორმა და საზღვრის ინტეგრირებული მართვა. ფართოდ დაინერგება ანალიტიკაზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიები და გაუმჯობესდება ადამიანური რესურსების მართვა.
· შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვის ნარკორეალიზატორებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტიკის გავრცელება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის - 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის 8 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
· სამინისტრო აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობს სხვა სამართალდამცველ უწყებებთან, რის შედეგადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, კახეთში, გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავა. მათი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები.
· ბოლო კვირის განმავლობაში, პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, თბილისში გახსნილია განზრახ მკვლელობის მცდელობაც. ასევე გახსნილია თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმა, რაზეც სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.
· შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების გატარებას და დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://gov.ge/s/49a0b