მესიჯები:
• შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქურდულ სამყაროსთან და მათთან დაახლოებულ პირებთან ბრძოლა.
• მოგეხსენებათ, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა.
• შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია საბოლოოდ აღმოიფხვრას „ქურდული სამყარო“, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ძირითადი სათავე, რის წინააღმდეგაც განსაკუთრებული ძალისხმევით, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ბრძოლას.
• მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ კიდევ 6 წევრი დააკავეს.
ინფორმაცია:
• პოლიციამ ზესტაფონში, ქურდული სამყაროს აქტიური 3 წევრი დააკავა. ისინი აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ - რომლის ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.
• ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები. მათ უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.
• პოლიციამ 16 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ქურდული სამყაროს“ კიდევ ერთი წევრი დააკავა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წარმომადგენლებთან.
• ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - „Caucase Normandie“, რომლის დროსაც 4 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს. 15 ივნისს საფრანგეთში მათი სასამართლო პროცესი დასრულდა. „კანონიერ ქურდებს“ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.