From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : ჩვენი მხარდაჭერა
Received On : 12.02.2018 10:57

დღე მშვიდობისა, ბატონო დავით!


დღევანდელი დილის პროცესების წარმატებით ჩავლას მოგილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!


ბატონო დავით, ანტიკორუფციულის ანგარიში/დასკვნის შესახებ შეხვედრისთვის ჩვენ და მარინა დარახველიძე მზად ვართ - კიდევ ერთხელ გავიარეთ ეს დოკუმენტი და გამოითქვა მოსაზრებები. რაც შეეხება რეკომენდაციებს (დღეს თქვენ ერთერთზე კომიტეტშიც ისაუბრეთ), რა თქმა უნდა, ის ნაწილი რაზეც მუშაობა დაწყებულია, ვადებში უნდა დასრულდეს. პარასკევსაც მოვიკითხე და ჯანიაშვილს ვესაუბრე ჩემი მხრიდან მეც. 5 წელი სრულდება საყოველთაოს ამოქმედებიდან და ამ ნაწილის ამოქმედება მართლაც მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვა დაგეგმილ აქტივობებთან ერთად.


მეორე საკითხი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, გახლავთ ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომელთა განცხადება/ საჩივარი. ეს გვაწერია თქვენგან და აკაკი ზოიძისგან სამინისტროს. ჩვენ ამ თემაზე მოვაწყვეთ წარმომადგენლობითი შეხვედრა, იმისათვის რომ უბრალოდ არ გვეთქვა, რომ ეს სასამართლოს პრეროგატივაა - შევიკრიბეთ ჯანდაცვა, შრომა, იურიდიული, ჩვენ და მოვიწვიეთ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი.  შედეგებზე წერილი თამარ ბარკალაიას ხელმოწერით გადავუგზავნეთ როგორც კომიტეტს შესწავლის დაწყებაზე შუალედური წერილით, ასევე აფხაზეთის მთავრობას. აფხაზეთმა გვიპასუხა, რომ სამუშაო ჯგუფები შექმნეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამავდროულად ინტერნეტში გამოქვეყნდა, რომ დავამ სასამართლოშიც გადაინაცვლა.

ჩვენ აფხაზეთის მთავრობის წერილზე შეტყობინებები გავუკეთეთ ჩვენს დეპარტამენტებს და მათი აზრის გასაზიარებლად კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავთ სწრაფ ტემპში და გადაწყვეტილების მიღებისთანავე ჩაგაყენებთ საქმის კურსში. თქვენი მოსაზრება, რა თქმა უნდა, უპირველესია და მის გასათვალისწინებლადაც.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია.


სხვა, რაიმე დავალებები თუ გექნებათ, მზად ვართ მოგისმინოთ.


პატივისცემით, კახა