From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; stadumadze@gov.ge; David Kirvalidze; Mako M; Khatuna Ivanishvili; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; ilekvinadze@businessombudsman.ge; Davit Qwerty; Levan Karumidze; ekaterina.matiashvili@yahoo.com; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili
Subject : ცვლილებების პროექტზე მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით
Received On : 24.04.2018 06:00

სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის -  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადდა "ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით დღეს დაიწყო. კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახური დამატებით ფუნქციებს იძენს, რაც აამაღლებს მისი საქმიანობის ეფექტიანობას.
საკანონმდებლო ცვლილებებით, მანდატურის კანდიდატის მიმართ ახალი მოთხოვნები განისაზღვრა. სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, აუცილებელი გახდება, მანდატურს ჰქონდეს სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლება. შესაბამისად, ასაკობრივად, მანდატური შეიძლება გახდეს არანაკლებ 21 წლის კანდიდატი.
მანდატურის მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ფიზიკურ მომზადებასაც უნდა ითვალისწინებდეს. 
სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის განცალკევების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი - მშობლისა და პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება. განცალკევების დროს უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე. იცვლება მანდატურთა დანიშვნის წესიც, მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად დანიშნავს და გაათავისუფლებს სსიპ - მანდატურის სამსახურის უფროსი.  
საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მომზადდება უწყებათა შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც  მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს.
სავალდებულო ხდება სკოლის შენობაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. სკოლაში მანდატურის არსებობის შემთხვევაში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ადმინისტრირებას მოახდენს მანდატური. 
განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული განრიგით, საჯარო სკოლებში ვიდეოკამერების განთავსება  ეტაპობრივად განხორციელდება და  2019 წლის ბოლომდე დასრულდება.