From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : წერილი სოლიდარობის ფონდს
Received On : 24.05.2017 14:50
Attachments :

ბატონო დავით,

 

გიგზავნით წერილს რომელიც უნდა გავუგზავნო სოლიდარობის ფონდს. გთხოვთ მომწეროთ ეთანხმებით თუ არა წერილის შინაარს და სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რომლე წევრებს გავუგზავნო აღნიშნული წერილი?

 

წერილი

 

       როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების შესაბამისად, შრომის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილია კომისია,  რომელიც   უზრუნველყოფს მოქალაქეთა ინდივიდუალური თხოვნების განხილვასა და დაფინანსებას რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.  კომისიაზე  განიხილება სხვადასხვა პათოლოგიის მქონე  პაციენტთა  სამედიცინო საჭიროებები, რომლებიც არ არის მოცული სხვა სახელმწიფო პროგრამით ან დაზღვევით. მათ შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ საზღვარგარეთ მკურნალობა, რომლის აუცილებლობაც დადასტურებულია სამინისტროს ექსპერტის  მიერ. გვინდა შევნიშნოთ, რომ ეს პაციენტები პარალელურად მიმართავენ  ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს (ქ. თბილისში რეგისტრაციის შემთხვევაში) და  საქართველოს სოლიდარობის ფონდს  (21 წლამდე).   პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამინისტროს აქვს შესაძლებლობა  კომისია მოიწვიოს დაუყოვნებლივ. ამასთან,  სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის კომისიების მუშაობა ხორციელდება   იდენტური და ურთიერთკოორდინირებული ელექტრონული მოდულის მეშვეობით, რომელსაც აქვს ტექნიკური შესაძლებლობა,  გადაწყვეტილების თაობაზე პაციენტი ინფორმირებულ იქნეს დაუყოვნებლივ და ასევე,  დაუყოვნებლივ  გაიცეს საგარანტიო წერილიც,  რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებით.

       ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სოლიდარობის ფონდის  საგარანტიო დოკუმენტში მითითებულია, რომ  ფონდის მიერ აღებული ვალდებულება ითვალისწინებს  სამინისტროს სავარაუდო გადაწყვეტილებას.

       მოგახსენებთ, რომ ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში  მოქმედი  კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიალურად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაწვრილებით განხილვის შემდგომ.   შესაბამისად,   წინასწარ  შეუძლებელია  იმის  თქმა, თუ  რა  მოცულობის   დაფინანსებას   მიიღებს   პაციენტი,  ან  მიიღებს  თუ არა  საერთოდ. გამომდინარე აქედან, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად,  სოლიდარობის ფონდის მიერ ვალდებულების აღება  კომისიის  ნავარაუდევი გადაწყვეტილების  გათვალისწინებით. მიგვაჩნია,  რომ  აღნიშნულმა  შეიძლება  წარმოშვას მთელი რიგი გაუგებრობები,  როგორც პაციენტებთან, ასევე  კლინიკებთან ურთიერთობისას. 

 აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ფონდის მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტში  სამინისტროს  მიერ  მიღებული  გადაწყვეტილების  დაფიქსირება არ არის მიზანშეწონილი, რადგან “სოლიდარობის ფონდი’ დაფინანსების თანხმობაზე და მის მოცულობაზე გადაწყვეტილებას იღებს (უნდა იღებდეს) ფონდის შესაბამისი კომისიის საშუალებით და იმ პერიოდისათვის არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში.

 

 

პატივისცემით,

 

სოფო ბელქანია

 

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232