From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; stadumadze@gov.ge; David Kirvalidze; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; ilekvinadze@businessombudsman.ge; Levan Karumidze; ekaterina.matiashvili@yahoo.com; mayor@tbilisi.gov.ge; Irakli.khmaladze@tbilisi.gov.ge; i.bendeliani@tbilisi.gov.ge; m.bitadze@tbilisi.gov.ge; i.eloshvili@tbilisi.gov.ge; s.khuntsaria@tbilisi.gov.ge; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili
Subject : ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით
Received On : 28.05.2018 09:56

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით:

- რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ადამიანების გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული და დარწმუნებული ვარ ჩვენი სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ და გააკეთებეს ამ მიზნის მისაღწევად.

- სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში აღარავის უკვირს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასეთ ტრაგედიას, ადამიანების უბედურებას საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებენ და ცდილობენ, საზოგადოების თვალში ქულები დაიწერონ - სწორედ ამას ეხებოდა კახა კალაძის მესიჯიც.

- რა თქმა უნდა, ქვეყანაში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ გირგვლიანისა და ამ კონკრეტული საქმის ერთმანეთთან გაიგივება ყოვლად დაუშვებელია. სანდრო გირგვლიანის წამება და მკვლელობა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის ძალის დემონსტრირება იყო საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ.

- ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, მოზარდებს შორის დაპირისპირების შედეგია, რაც ნამდვილად საზარელი შემთხვევაა და ზუსტად ვიცით, რომ შესაბამისი ინსტიტუციები ყველა კითხვაზე სათანადო, დასაბუთებულ პასუხს გასცემენ.

 

კახა კალაძის სტატუსზე კითხვის დასმის შემთხვევაში:

- კახი კალაძის სტატუსი, არანაირად არ გულისხმობს გირგვლიანისა და ამ კონკრეტული საქმის ერთმანეთთან გაიგივებას - ორივეში უდიდესი ადამიანური ტრაგედიაა, მაგრამ სწორედ ხელისუფლების რეაგირების ნაწილი აჩვენებს იმ რადიკალურ განსხვავებას, რაც არსებობს ჩვენსა და ჩვენი წინამორბედებს შორის.

- გირგვლიანი იყო მაშინდელი ხელისუფლების პირდაპირი ძალადობა ადამიანზე - რომელსაც ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულება მოჰყვა. ხორავას ქუჩაზე მოხდა ტრაგიკული ფაქტი მოზარდებს შორის და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ღიაა ნებისმიერი კომუნიკაციისთვის.

 

დამატებითი გზავნილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით:

 - სამარცხვინოა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა, დღეს უკვე კონკრეტული ადამიანების პირადი ტრაგედიით მანიპულირებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს.

- ბუნებრივია, რომ საზოგადოება განსაკუთრებით სენსიტიურია მოზარდებს შორის მომხდარი ასეთი ტრაგიკული შემთხვევების დროს და სწრაფად ითხოვს პასუხებს. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი საქმეების რეალური და სწორი გამოძიება დროს მოითხოვს.

- ყველას კარგად ახსოვს საქმეებს ვითომდა 1 და 2 კვირაში გამოძიების პრაქტიკა ამ ქვეყანაში, როცა რეალურად ყველამ წინასწარ იცოდა რა შედეგი უნდა დაედო პროკრუატურას და არანაირი გამოძიება არ ხდებოდა.

- ჩვენი ხელისულება გამორჩეულად ღიაა ურთიერთობისა და კომუნიკაციისთვის. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, იქნება ეს საპარლამენტო თუ სხვა, მზადაა ბუნებრივია შეხვდეს ნებისმიერ პირს, რომელსაც მსგავსი ტრაგედია შეეხო.

- პროკურატურაც, ბუნებრივია, მზად არის შეხვდეს ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს, თუმცა ეს შეხვედრა საქმეზე უნდა იყოს ორიენტირებული და მიზნად არ უნდა ისახავდეს სხვადასხვა ანგაჟირებული ჯგუფების მიერ ტრაგედიით მანიპულირებას და პოლიტიკური ან სატელევიზიო შოუს დადგმას.