From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; stadumadze@gov.ge; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili
Subject : ხორავას ქუჩის საქმესთან და შსს-ში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით
Received On : 09.06.2018 14:03

დაკავებულია მირზა სუბელიანი დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედების - დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩვენს ხელისულებაში არ არსებობს ხელშეუხებელი პირები, ჩვენთვის კანონი არის მთავარი და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ვერავინ მოახერხებს სპეკულირებას, თითქოს მირზა სუბელიანი იმის შემდეგ დააკავეს, რაც განცხადებები გაკეთდა, რადგან ერთადერთი საფუძველი, რითაც მოხდა სუბელიანის დაკავება არის კანონი. კანონით კი, ამის საფუძველი გაჩნდა მხოლოდ სასამართლო პროცესზე, რომელსაც მოჰყვა სწორედ საზოგადოების აღშფოთება.

თქვენ იცით, და ეს შსს-ს დღევანდელ ბრიფინგზეც ხაზგასმით ითქვა, რომ  მხოლოდ სასამართლო სხდომაზე და ბოლო დღეებში მიცემული ჩვენებების შემდეგ გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რის შემდეგაც გახდა შესაძლებელი ახალი დაკითხვების ჩატარება და დამატებითი პირების პასუხისგებაში მიცემა.

მირზა სუბელიანის დაკავების საფუძველი გახდა გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებები. სასამართლოს დასკვნით ეტაპზე, ბრალდებულმა ჯანაშიამ  6 თვიანი დუმილის შემდეგ ბოლო სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება. შესაბამისად  გამოძიებამ ჩაატარა მოწმეთა ხელახალი დაკითხვა და მოიპოვა ახალი მტკიცებულებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ მირზა სუბელიანი გამოძიების დასაწყისშივე ფლობდა ინფორმაციას ჯანაშიას ბრალის შესახებ თუმცა არ შატყობინა გამოძიებას. შესაბამისად სუბელიანი დააკავეს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალს.

ხორავაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმესთან ერთად, რომლის განხილვა სასამართლოში გრძელდება, შსს-ში მიმდინარეობას გამოძიება ამავე საქმეზე მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის და მტკიცებულებების გაყალბების მიმართულებით და ნებისმიერმა ახალმა გარემოებამ შეიძლება მეტი სინათლე მოჰფინოს ხორავაზე მომხდარ დანაშაულს და შემდგომ განვითარებულ პროცესებს, მეტ კითხვებს გასცეს პასუხი.

ჩვენ ვიცით, რომ შსს-მ მყისიერად დააკავა მოწმეზე ზეწოლაში ბრალდებული, როგორც კი მოწმემ მისი ვინაობა დაასახელა.

მოწმეზე ზეწოლაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების დაკავება არის გარანტია, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა დაისჯება.  ამან უნდა დაარწმუნოს მოწმეები, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც ჩადენილ მკვლელობაზე, ისე საქმეზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს და მართლმსაჯულების სრულყოფილად აღსრულებაში  პირველ რიგში დარწმუნდეს გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები. ამ საქმის გამოძიების მიმართ ხელისუფლების მაღალ ინტერესს ადასტურებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა შსს-ს ეფექტური ქმედებების, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებების ჩათვლით.

ექსპერტიზასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები და ვხედავთ,  რომ გამოძიება კითხავს ექსპერტებსაც, ხომ არ ქონდა ადგილი მტკიცებულებების მიჩქმალვას ან საექსპერტო დასკვნაზე ზეგავლენას.

არსებული ინფორმაციით, გამოძიების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა მკვლელობაში მესამე პირის მონაწილეობის შესახებ მოწმეთა ჩვენება. თუ გამოძიებით დადგინდება რომ მესამე პირი რაღაც ფორმით მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში, მყისიერად მოხდება რეაგირება გამოძიების მხრიდან და ვხედავთ, რომ ხელისუფლების ყველა ორგანო და მთელი საზოგადოება მოწოდებულია ამ საქმეზე სამართლიანობის მიღწევით.


კითხვის დასმის შემთხვევაში:
- შეუტყობინებლობით შეომოიფარგლება სუბელიანის მიმართ ბრალდებს?
- ამ ეტაპზე რაც გამოიკვეთა, მოხდა იმ ქმედებების მყისიერი სამართლებრივი შეფასება. გამოძება გრძელდება და თუ სუბელიანის ან ნებისმიერი სხვა პრირის მიმართ გამოიკვეთებას სხვა დანაშაულის ნიშნები, რეაგირება იქნება სწრაფი, ადეკვატური და კანონისმიერი


დამატებით კიდევ ერთხელ გასამძაფრებლად:

ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, ქმედითი და ძალიან მნიშვნელოვნი, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგა:

1) შეიქმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც უმცირესობა უმრავლესობით არის წარმოდგენილი. აღნიშნული ნაბიჯი სწორედ იმისთვის გადაიდგა, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს ხელისუფლების ინტერესებთან დაკავშირებით. აღნიშნული ფორმატი სწორედაც რომ გამორიცხავს მსგავს თეორიულ შესაძლებლობასაც კი.
კომისია უპრეცენდენტო მოვლენაა ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პროცესში. ამ ფორმატს საკმაოდ დიდი მანდატი გააჩნია და უახლოეს მომავალში დეპუტატები ინტენსიურ მუშაობას დაიწყებენ.

2) პარალელურად შსს-ში ინტენსიურად  მიმდინარეობს გამოძიება ხორავას საქმეზე შესაძლო მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის, გამოძიებასა და მოწმეებზე ზემოქმედებაზე.
დაკავებულია მერაბ მორჩაძე - მირზა სუბელიანი
მიმდინარეობს დაკითხვები, მათ შორის, ექსპერტების, სკოლის წარმოამდგენლების და ა.შ.

3) ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარმა პროკურორმა გამოიჩინა პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი და თანამდებობდა ტოვა. ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია ხალხის ნდობა და არა თანამდებობა.
კანონის შესაბამისად, მიმდინარეობს ახალი მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი. 

4) ამ მოვლენების პარალელურად, ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების მხრიდან მიმდინარე გამოსვლების ფონზე,  აპოლიტიკური ახალგაზრდების ჯგუფმა, საკუთარი ინიციატივით  საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია შექმნა, სადაც ზაზა სარალიძეც მიიწვიეს.

მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი კონტროლის ეს ფორმატი თავად  საზოგადოებაშივე შეიქმნა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საზოგადოების კონსტრუქციულ და ჯანსაღ ჩართულობას მიმდინარე გამოძიების მონიტორინგის პროცესში.
5) პროცესში აქტიურად არის ჩართული სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი თავის მხრივ აწარმოებს საქმის დამოუკიდებელ მოკვლევას და ამავდროულად გამოხატავს მზაობას, რომ აქტიურად ითანამშრომლებს  საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან.

ამ ყველაფრის ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, ისე, რომ არავის არანაირი კითხვის ნიშანი და უსამართლობის განცდა არ დარჩეს.