| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ჯარიმები |
| Received On : | 19.04.2018 06:17 |
ბატონო დავით,
ჯარიმების ოდენობები დადგენილია კანონით - წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
1. 500 ლარიანი ჯარიმა (ფარმაცევტული პროდუქტიის რეალიზაციის წესის დადგენაზე ) ამ კანონში პირველად გაჩნდა 17/03/2010 წლის ცვლილებებით;
2. მოგვიანებით 30/07/2013 წელს დაემატა 1000 ლარიანი ჯარიმა განმეორებითზე. და შესაბამისი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება, რეალიზაცია არაუფლებამოსილი პერსონალის (ფარმაცევტული განათლების არმქონე პერსონალის/დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების არმქონე სუბიექტის) მიერ –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2. ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3. ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
5. ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 12000 ლარის ოდენობით.
7. სუბსტანდარტული, ვადაგასული, გაუვარგისებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია –
გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
8. საქართველოს ბაზარზე ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
9. სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
შენიშვნა: 2017 წელს მოხდა საბითუმო რეალიზაციის პირობებზე მთავრობის დადგენილების მიღება, იქამდე ეს საკითხი ცხადად არ იყო დარეგულირებული. შესაბამისად, მოცემული ჯარიმები ძირითადად გამოიყენებოდა საცალო რეალიზაციის ობიექტების მიმართ.
პატისცემით,
ნათია ხმალაძე