| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; Nino Giorgobiani; stadumadze@gov.ge; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili |
| Subject : | „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ არსებულ სპეკულაციებთან დაკავშირებით |
| Received On : | 27.06.2018 09:18 |
გზავნილი:
•
საუბარი, თითქოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ჟენევის პროცესს რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის სრული აბსურდია. რეალურად, პროცესს საფრთხე მხოლოდ რუსეთის მხრიდან საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობითა და იმ დესტრუქციული ქმედებებით ექმნება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიების მსვლელობის დროს მიმართავენ.
• „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ სწორედ იმ განუკითხაობის შედეგია, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი. შელახულია ადამინის უფლებები, მათ შორის უმთავრესი, სიცოცხლის უფლება და ეთნიკური ნიშნით ნებისმიერი სახის დანაშაულია წახალისებული.
• აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვთ. ამ ფონზე კი საქართველოს ქმედებები კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით თანმიმდევრული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისია.
• რაც შეეხება სიის შემადგენლობაზე ოპოზიციური ძალების უპასუხისმგებლო და პოპულისტურ განცხადებებს, არსებობს კონკრეტული პირობები, რომლის მიხედვითაც შედგა სია:
1. სიაში შესული პირი ბრალდებული ან მსჯავრდებული უნდა იყოს.
2. მითითებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლი.
3. დანაშაული ჩადენილი უნდა იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
აქედან გამომდინარე ხელისუფლება საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ იხელმძღვანელებდა.
• სიის შედგენის საფუძველი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის შეხედულებები თუ ეთნიკურ ნიშნით წარმოავლობა, არამედ სამართალდამცავების მიერ მოწოდებული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და მტკიცებულებები გახდა.
• რა თქმა უნდა, ყველა ამ სამართალდარღვევაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართლის აღსრულება ვერ ხორციელდება პასუხისმგებლობა რუსეთს და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.
• რაც შეეხება სიაში გარდაცვლილი პირების მოხვედრას: თუ მათი გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დასტური არ არსებობს, აღნიშნული პირების სიიდან ამოღება ვერ მოხდება.
• ხაგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სია არ არის დახურული, სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და, შესაძლოა, მომავალში მისი შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ეს არის პირველი ნაბიჯი და სამომავლოდ სიას არამხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირები, არამედ ის ადამიანებიც დაემატებიან, რომლებიც დანაშაულს ფარავენ.
• შესაბამისად, ოპოზიციური ძალების მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით სპეკულაციები სრულიად გაცდენილია როგორც, პოლიტიკურ, ისე მორალურ ჩარჩოებს. დაუშვებელია, რომ ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით რიგი ძალები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.