From : Archil Kbilashvili <akbilashvili@mkd.ge>
To : David Sergeenko
Subject : 14 წლის გიორგი გორგაძის დახმარება
Received On : 22.05.2018 11:32
Attachments :

ბატონო დავით,

გიგზავნით ტრავმირებული 14 წლის ბავშვის ბიძის წერილს დახმარების თაობაზე.

პატივისცემით,

არჩილი

 

From: David Archvadze
Sent: Tuesday, May 22, 2018 11:00 AM
To: Archil Kbilashvili
Subject: Letter
Importance: High

 

ბატონო არჩილ, თუ შეგიძლიათ ჩვენი ქვემორე თხოვნა მიაწვდინოთ ბატონ დავით სერგეენკოს.

 

მიმდინარე წლის 1 მაისს 14 წლის ბავშვი გიორგი გორგაძე ჩამოვარდა მე-3 სართულიდან, რის შემდგომ დაკარგა გონება. სასწრაფო სამედიცინო დახმარება 112-ის მიერ ბავშვი გადაყვანილ იქნა „ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში“ ტერმინალურ მდგომარეობაში. სამკურნალო დაწესებულებაში შესვლისას ბავშვის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, აღენიშნებოდა ასისტოლია, კანი ციანოზური. ER-ის განყოფილებაში გაკეთდა სწრაფი, თანმიმდევრული ინტუბაცია, რის შედეგადაც მოხერხდა სპონტანური ცირკულაციის აღდგენა.  ER-ის განყოფილებიდან ბავშვი დადაყვანილ იქნა CT კვლევაზე და აყვანილ იქნა რეანიმაციაში.

 

1 მაისიდან დღემდე ბავშვს უტარდება ყველა შესაბამისი მკურნალობა სათანადო პროტოკოლების მიხედვით. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე თავის ტვინის CT, ასევე თავის ტვინის MRT და მდგომარეობა შეფასდა როგორც თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება. დინამიკაში ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა, თუმცა მდგომარეობა რჩებოდა უმძიმესად, ნეიროვიზუალიზაციით თავის ტვინის შეშუპებამ მოიმატა, თუმცა ნეიროქირურგის მიერ ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. დღეის მდგომარეობით პაციენტის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ყოველი მომდევნო თავის ტვინის CT კვლევით ვლინდება უარყოფითი დინამიკა, მკვეთრი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიით. კანი და ხილული ლორწოვანი გარსები არის მკრთალი, მუცელი პალპაციით რბილი. საკვებს ღებულობს ნ/გ ზონდით და კვებას ნაწილობრივ ირგებს. ამჟამად პაციენტის მკურნალობა გრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.   

 

1 მაისიდან დღემდე ჩატარებული მკურნალობის ფინანსურმა დანახარჯმა თიქმის მიაღწია იმ ლიმიტს, რომელიც ასეთი კატეგორიის პაციენტების მკურნალობისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული, კერძოდ, 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს. ვინაიდან ბავშვის მგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, მას აუცილებლად ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება იმავე სამედიცინო დაწესებულებაში, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია. ოჯახს ესაჭიროება ფინანსური დახმარება მკურნალობის გასაგრძელებლად 10 350 (ათი ათას სამასორმოცდაათი) ლარით, რის შესახებაც ბავშვის მამამ, გელა გორგაძემ, წერილობით უკვე მიმართა სამინისტროს 21 მაისს და წარადგინა ყველა შესაბამისი დოკუმენტი (გიგზავნით სამინისტროში ჩაბარების შტრიხ-კოდს). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ოჯახს ჰყავს 4 არასრულწლოვანი ბავშვი და სათანადო ფინანსური რესურსების მოძიება მკურნალობის გასაგრძელებლად, მათთვის ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.

 

თხოვნაა, რომ თუკი შესაძლებელია, სამინისტრომ უახლოეს დღეებში განიხილოს ოჯახის თხოვნა შესაბამისი თანხის გამოყოფის შესახებ, იმისათვის რომ არ შეწყდეს ბავშვის მკურნალობა.

 

დიდი მადლობა ყურდღებისთვის,

 

პატივისცემით,

ბავშვის ბიძა დავით არჩვაძე