| From : | nino odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | 20 ტებერვლისმუნიციპალიტეტებთან შეხვედრა |
| Received On : | 19.02.2018 06:28 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
როგორც შევთანმხმდით გიგზავნით მოკლე „შპარგალკას“ ხვალინდელი შეხვედრის შესახებ მუნიციპალიტეტებთან, თუ რა თქმა უნდა შეძლებთ მოსვლას (ძალიან გაეხარდება ყველას! მე განსაკუთრებით J)
თანდართულია დღის წესრიგის ბოლო ვარიანტი.
დასაწყისი - 10 საათი (20 თებერვალი)
ადგილი - რედისონი
თემა - სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დაძლევისა და კეთილდღეობისათვის - (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლი), პირველ დღეს აქცენტი იქნება ბავშვზე და ოჯახში/ქალზე ძლადობის პრვენციის და რეაგირების პროცედურებზე და მაგალითებზე, ხოლო მეორე დღეს გადავალთ სხვა და სხვა სოციალური თემების და პროგრამების განხილვაზე.
მონაწილეები : ყველა მუნიციპალიტეტის 2-2 წარმომადგენელი მერები (შეძლებისდაგვარად), გამგებლები.
მისასალმებელი სიტყვა:
- ბოლო წლებში სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მასზე რეაგირებაზე. 2016 წელს გაფართოვდა ბავშთა მიმართ ძალადობის რეფერალში ჩართული უწყებათა წრე (დადგენილება #437) და ადგილობრივ თვითმმართველობებსაც ეთხოვათ ამ პრობლემის გამოვლენაში მონაწილეობის მიღება.
- როგორც მოგეხსენებათ ჯერ კიდევ მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები და სამწუხაროდ ძალადობრივი აღზრდის და დისციპლინის მეთოდები ჯერ კიდევ ხშირად გვხვდება საზოგადოებაში. მაგალითისთვის: 2016 წელს 87 ბავშვი იქნა გამოყვანილი ოჯახიდან და გადაყვანილი სახელმწიფო ზრუნვაში ხოლო 2017 წელს - 121 ბავშვი. ეს არ ნიშნავს რომ ძალადობამ იმატა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფო მექანიზმი მუშაობს და ძალადობის გამოვლენა და მასზე რეაგირება უკეთ ხდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი საერთო რესურსები მივმართოთ პრევენციულ ღონისძიებებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ძალადობის ადრეული ნიშნების აღმოჩენაზე.
- ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან მოგვცემს შესაძლებლობას გავუზიაროთ ერთამენთს საუკეთესო გამოცდილება, ყურადღება გავამახვილოთ მოქმედ რეგულაციებზე და ვისმჯელოთ მათი ეფექტურად გამოყენების გზებზე, გავეცნოთ სხვა და სხვა პროგრამებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, უკეთესად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ბავშთა კეთილდღეობისკენ მიმართული პროგრამები და დავხვეწოთ კოორდინაციის მექნიზმები.
იმედია ძალიან ბევრი არ გამოვიდა,
საუკეთესო სურვილებით,
ნუცი