| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | 2017 წლის ბიუჯეტის ანალიზის პროექტი |
| Received On : | 05.06.2018 07:56 |
| Attachments : |
ბატონო დავით, გიგზავნით ე.წ. თარგმანს. ვფიქრობ, ავხსენი რაც სუფთად ეკონომიკური ენით იყო დაწერილი და რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან სწორად მიუდექით ამ საკითხს. რაც შეეხება გუშინ გადმოგზავნილ უზუსტობას თქვენს ბრძანებასა და კანონს შორის, აქაც არის მოცემული ინფორმაცია
ამ უზუსტობის შედგებზე. კონკრეტულად ეს ფაქტი მათ ნანახი არ აქვთ, მაგრამ უთითებენ, რომ ვალდებულებების, ანუ დავალიანებების გაზრდით ან შემცირებით, ბიუჯეტის პარამეტრების სიზუსტე ირღვევა. შესაბამისად, ირღვევა მოთხოვნილ აქტივობებზე თანხების გაანგარიშება/გათვლა და
შესაძლოა შემცირებული ბიუჯეტი მივიღოთ. ამაშია საქმე.
მოკლედ, ბატონო დავით, თუკი რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, მე რა თქმა უნდა, უფრო დეტალური განხილვისთვისაც მზად ვარ. ამასთან, დღეს დაველოდები შეპასუხებებს, გავაანალიზებ და იმასაც გადმოგიგზავნით. აი, მერე კი თქვენთან შეთანხმებულად ვიმოქმედებთ.
მადლობა.
პატივისცემით, კახა