| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; stadumadze@gov.ge; David Kirvalidze; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; ilekvinadze@businessombudsman.ge; Levan Karumidze; ekaterina.matiashvili@yahoo.com; mayor@tbilisi.gov.ge; Irakli.khmaladze@tbilisi.gov.ge; i.bendeliani@tbilisi.gov.ge; m.bitadze@tbilisi.gov.ge; i.eloshvili@tbilisi.gov.ge; s.khuntsaria@tbilisi.gov.ge; g_tkemaladze@yahoo.com; Giga Akhvlediani; david ujmajuridze; mdarchia@hotmail.com; ttaliashvili@hotmail.com; Kate Jokhadze; lado55555@list.ru; Gogliko Muskhelishvili; Rima Beradze; Shalva Ogbaidze; jabajishkariani@yahoo.com; dutmelidze@gmail.com; IRI AZNAURI; Beqa Davituliani; tinatin nibloshvili; irakliz123@yahoo.com; Law Self-Government; japaridze_L@yahoo.com; Tedo Isakadze; Kukho Er; ankalashkhi9@gmail.com; Levan Zhorzholiani; Nino latsabidze; rezi sokhadze; Giodoxa@yahoo.com; otar grigolia; Giorgi Birbichadze; vakhtang shakarishvili; Nona Kandiashvili; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili; iraklikadagishvili@gmail.com; akakimachutadze@shidakartli.gov.ge; kakha samkharadze; Giga Nemsadze; archil japaridze; Levan Shonia; m.chanukvadze@gmail.com; z.pataradze@gmail.com; Levan Zautashvili |
| Subject : | 2018 წლის აპრილის თვის და იანვარი-აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები |
| Received On : | 30.05.2018 12:59 |
2018 წლის აპრილის თვის და იანვარი-აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები:
ინფორმაცია:
* „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
* ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში, 2014 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა.
* მშპ-ს ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს 2018 წლის პირველ ოთხ თვეში - იანვარში - 4.4% ზრდა, თებერვალში - 5.5%, მარტში - 5.6%, ხოლო აპრილში ამ მაჩვენებელმა 6.5 პროცენტს მიაღწია.
* რაც შეეხება 2018 წლის პირველი კვარტალს, საშუალო ზრდა 5.2 პროცენტს, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.
* ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის აპრილში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15.0 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა.
* მხოლოდ აპრილის თვეში 4 037 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 9.3 პროცენტით აღემატება 2017 წლის აპრილის მაჩვენებელს. ეს ნათლად მიუთითებს, იმაზე რომ ზრდის მამოძრავებელი კერძო სექტორია, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია.
* მნიშვნელოვნად გაიზარდა მომსახურების ექსპორტი და შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. აპრილში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 27.5 პროცენტით (51.6 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 238.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
* აპრილის თვეში 16.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 105.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
* გარდა ამისა, მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა ფიქსირდება ტრანსპორტის, სასტუმროების და რესტორნების, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით.
* ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის დასაწყისიდან დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. 2018 წლის აპრილის ბოლოსთვის დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 29.4%-დან 37.3%-მდე (დოლარიზაცია შემცირდა 70.6%-დან 62.7%-მდე), ხოლო სესხების ლარიზაცია - 34.8%-დან 44.8%-მდე (სესხების დოლარიზაცია შემცირდა 65.2%-დან 55.2%-მდე).
* განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის ზრდის მიმართულებით, რომელიც 41.6%-დან 56.8%-მდე გაიზარდა (დოლარიზაცია შემცირდა 58.4%-დან 43.2%-მდე). ამასთან, 2017 წლის მეორე ნახევრიდან ლარის დეპოზიტების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად ვადიანი დეპოზიტების ზრდით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, ვადიანი დეპოზიტების წლიური ზრდა მთავრობის დეპოზიტების გამორიცხვით 49.6% შეადგენს.
გზავნილები:
* ასეთი მაჩვენებლები განპირობებულია ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და რეფორმებით, რომლებსაც პოზიტიური გავლენა აქვთ ეკონომიკურ ზრდაზე და დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე.
* საქართველოს ხელისუფლება, ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.
* ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სქემაზე. ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვნად გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც დასაქმებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება.
* ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას.
* შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე, ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად, გაგვიუმჯობესა სარეიტინგო კომპანია „Moody’s”-მა.
* რეიტინგის გაუმჯობესება და პოზიტიური პერსპექტივა განპირობებულია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით, შოკებისადმი მდგრადობითა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფით. მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები, რომელთა მიხედვით საქართველო რეგიონში და არა მხოლოდ, წამყვან რეფორმატორად არის აღიარებული და რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად შენარჩუნდება.