ბატონო დავით,
პატივი გვაქვს მოგიწვიოთ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ფსიქიატრიული სტაციონარის, დღის ცენტრის, საცხოვრისის სტანდარტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების სამომავლო ხედვა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ პროფესიული თემის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.
შეხვედრა გაიმართება სასტუმრო "გალერი პალასში", 7-8 ივნისს;
7 ივნისს შეხვედრა დაიწყება 11.30-ზე;
მისამართი: ინგოროყვას ქ.5.
ბმულის სახით გიგზავნით შეხვედრის განრიგს და სამუშაო დოკუმენტებს.
გთხოვთ, მიიიღოთ მონაწილეობა
პატივისცემით,
ნანა ზავრადაშვილი
პროექტის კოორდინატორი
"ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა"