From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@economy.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; Z Alavidze; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; Nikoloz Lachkepiani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Gabriel Tsulaia; Beqa Davituliani; Davit Qwerty; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; Sophiko katsarava; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili
Subject : Amnesty international-ის ანგარიშთან დაკავშირებით
Received On : 22.02.2018 08:49
Attachments :

 

ინფორმაცია და გზავნილები Amnesty international-ის ანგარიშთან დაკავშირებით:

 

Amnesty international-ის ანგარიშთან დაკავშირებით (ზოგადი):

-        “Amnesty International” საკმაოდ გავლენიანი და კომპეტენტური ორგანიზაციაა, რომლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა.

-        მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ „Amnesty International”-ისა და მსგავსი ორგანიზაციების ანგარიშებში აქცენტი ყოველთვის, ნებისმიერ ქვეყანაში, კეთდება პრობლემებზე.

-        ჩვენი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი ადამიანის უფლებებია. სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის რომ პოლიტიკის ამოსავალ წერტილად ადამიანი იქცა.

-        ჩვენ ყოველდღიურად ვისწრაფვით დემოკრატიული ღირებულებების  სრულყოფისა და კიდევ უფრო მეტი ინსტიტუციონალიზაციისკენ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა სრულიად ვიზიარებთ ევროპულ გამოცდილებას ადამინის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით.

 

საჭიროების შემთხვევაში:

-        თუ შევხედავთ სისტემურად, „Amnesty International”-ის დასკვნები ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პრინციპულად განსხვავდება ყველა წინამორბედისგან, ნაიდან, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა პრობლემები არსებობს, საუბარია საერთოდ სხვა მასშტაბის და სიმძიმის პრობლემების ჩამონათვალზე.

 


კონკრეტული თემების მიხედვით:

ზოგადი მოცემულობა:

 

კონსტიტუცია და ვიზალიბერალიზაცია

 

-        საკონსტიტუციო მოწყობაში ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესული ნაბიჯები გადადგა და ერთპარტიული  კონსტიტუცია აქცია საყოველთაო, პროგრესულ და ხალხის საჭიროებებზე მორგებულ კონსტიტუციად.

-        კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერლა არც ერთი ისეთი პუნქტი, რომელიც ხელისუფლების ინტერესებსა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

-        სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნების საფუძველზე აისახა დოკუმენტში, რომ ქვეყანა 2024 წლიდან სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა, ამავდროულად კი გადუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც ბარიერს გადალახავს.

-        აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ყოველთვის მიმდინარეობდა, თუმცა მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა რეალური და ქმედითი ნაბიჯები

-        საკონსტიტუციო კომისიაში მოწვეული გვყავდა სხვადასხვა ექსპერტები, მთლიანი ოპოზიციური სპექტრი. პროცესში ჩართული იყო ვენეციის კომისიაც, რომელმაც დროულად და დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები.

-        საკონსტიტუციო კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციისა და ექსპერტების ასამდე რეკომენდაცია, რაც ასევე უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში.

 

ვიზალიბერალიზაცია:

 

-        ორგანიზაცია დადებითად აფასებს იმ ინსტიტუციურ და სამართლებრივ, რეფორმებს, რომელიც ხელისუფლებამ შეასრულა ვიზალიბერალიზაციის მიღებისთვის.

-        ეს ყველაერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების მიერ გაწეულ თავდაუზოგავ შრომასა და ეფექტურ საქმიანობას.

ანგარიშვალდებულების ნაკლებობასთან დაკავშირებით

(მუხთარლის საკითხი):

 

-        მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ..- პირველივე დღიდან დაიწყო აქტიური საგამოძიებო პროცედურები. მაღალი თანამდებობის პირებს -  კონტრდაზვერვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის უფროსებს -  უფლებამოსილება შეუჩერდათ და თანამდებობები დატოვეს. 

-        დღესდღეობით გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს პროკურატურა, რომელიც მცდელობას არ აკლებს, რომ გამოძიება რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

 

 

სასამართლო სისტემის შესახებ:

 

-        ქართული სასამართლო სისტემა მთელი რიგი ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებით საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, ხოლო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა.

-        ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია და ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

-        იმ უდიდეს პროგრესს, რომელსაც საქართველომ ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლებაში ყოვნის პირობებში მიაღწია ყველა ნათლად ხედავს.

-        ჩვენ შევძელით უდიდესი შედეგის მიღწევა, რომელსაც ბოლომდე გავუფრთხილდებით და ვიმუშავებთ მის კიდევ უფრო დასახვეწად.

 

დაუსჯელობის შესახებ

(სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებში):

 

-        დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საკანონმდებლო პაკეტი უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა და პაკეტის განხილვას მალე დაიწყებს პარლამენტი. პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში საქართველოს მალე ეყოლება სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს.

-        შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად ჩანს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალინ მცირეა და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მათგანზე ხდება მყისიერი რეაგირება, იწყება გამოძიება და დგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.

-        ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ აქტიური ღონისძიებები გატარდა შერჩევითი სამართლის ტენდენციების აღმოსაფხვრელად. დღეს ქვეყანაში კანონი ყველასათვის ერთია, განურჩევლად მისი სტატუსისა.

-        ჩვენთვის მიუღებელია კანონის შერჩევითობის პრინციპი, უფრო მეტიც .. მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუკი პოლიციელების მხრიდან იქნება სამართალდარღვევის ან ძალის გადამეტების შემთხვევები, ისინი ორჯერ უფრო მკაცრად დაისჯებიან.

 

ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები

(ჩაბუქის საკითხი):

 

-        ჩაბუქის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და წარდგენილი არგუმენტების საფუძვლეზე სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას.

-        მისი გირაოთი გათავისუფლება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება.

-        ჩვენი პოზიცია უცვლელია - ჩვენი ხელისუფლება არ ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში!

 

 

შრომითი უფლებების შესახებ:

 

-        შრომის უსაფრთხოების პრობლემა ფაქტია აქტიურად დგას ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში. საქართველოს მთავრობა სისტემურად უდგება შრომის უსაფრთხოების საკითხს, ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. 

-        ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსურ საკითხზე და ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზისა და აღსრულების ეფექტური  მექანიზმის შემუშავებაზე ჯერ კიდევ აქტიურად ვმუშაობთ.

-        აქტიურად განიხილება შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებბები, რომელიც აქცენტს, პირველ რიგში, მშრომელთა უფლებებზე აკეთებს.

-        აუცილებელია აღმოიფხვრას ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და ერთხელ და სამუდამოდ შევიმუშაოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლების ინტერესები.