|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ნოე ქინქლაძის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციიისა და აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 04) გათვალისწინებული ასიგნება შეადგენს 25 000.0 ათას ლარს. აღნიშნული თანხიდან, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მიმდინარე წლის 20 დეკემბრის N01-27828 წერილის შესაბამისად, მიზანშეწონილია პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმდეს შემდეგი საკითხები: ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოებისათვის (ნაწილობრივ დაფინანსება) საჭიროა 5 500.0 ათასი ლარის გათვალისწინება. ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ (რომელიც განთავსებულია შპს „ავერსი-ფარმას“ კუთვნილ ფართში) მიერ მოსახლეობისათვის მიწოდებული სამედიცინო სერვისების უწყვეტად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს საიჯარო გადასახადი 430.0 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ადმინისტრირების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებისას მონიტორინგისა და ინსპექტირებისათვის, საჭიროა გათვალისწინებული იქნეს 3 შტატგარეშე ერთეული (ერთი საშტატო ერთეულის ანაზღაურება შეადგენს თვეში -1250 ლარს) შესაბამისი თანხით- 45.0 ათასი ლარის ოდენობით და საქართველოს რეგიონებში მივლინებისათვის, სამივლინებო თანხის-3.0 ათასი ლარის ოდენობით. სულ 48.0 ათასი ლარის ოდენობით. დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვისათვის საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს 41.5 ათასი ლარი. ამასთან, 2017 წელს განხორციელდა აღნიშნული პუნქტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, ხოლო აღჭურვისთვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით. შესაბამისად შესყიდვა უნდა განხორციელდეს 2018 წელს; ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) სამედიცინო პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა გათვალისწინებული იყო 2017 წელს, მაგრამ ელექტრონული ტენდერი უშედეგოდ დამთავრდა, შესაბამისად შესყიდვა უნდა განხორციელდეს 2018 წელს და პროექტში საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს 11.8 ათასი ლარი; ვ) 2018 წელს ასევე გათვალისწინებულია შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა 199.0 ათასი ლარის ოდენობით, ვინაიდან 2017 წელს ასევე უშედეგოდ დასრულდა ამ მიზნით განხორციელებული ელექტრონული ტენდერი;
ზ) სსიპ-საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში არ გააჩნია საკუთარი ოფისები. ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიმდინარეობს ახალი ოფისების მშენებლობა და 2017 წელს გათვალისწინებული იყო 17 ადმინისტრაციულ ერთეულში ოფისის მშენებლობა, ხოლო სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იყო 17 ახალი ოფისის აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით. სატენდერო პროცედურებისათვის საჭირო არასაკმარისი დროის გამო ვერ განხორციელდა აღნიშნული ღონისძიება, ტენდერი არ გამოცხადდა და შესაბამისად 2018 წლის პროექტში საჭიროა გათვალისწინებული იქნეს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში (17 ოფისს დაემატა 35 ახალი ოფისი) ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით, რომელიც შეადგენს 510.0 ათას ლარს. წარმოდგენილი ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით გათვალისწინებული პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 6 740.3 ათას ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს აღნიშნული დადგენილების პროექტის მიღებისათვის/გამოცემისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა. პატივისცემით,
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე |