|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ნოე ქინქლაძის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, განვიხილეთ სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიმდინარე წლის 20 დეკემბრის N07/1774 წერილი, რომლითაც ითხოვენ 2018 წლის 1 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის და საშუალო შრომის ანაზღაურების შეთანხმებას და შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ნოემბრის N2396 განკარგულებაში ცვლილებას, კერძოდ: როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა და დახმარების პროგრამას“ (პროგრამული კოდი - 35 01 05) გამოეყოფა სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მიერ სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა და განისაზღვრება ცალკე პროგრამად - „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი - 35 02 05). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის ფონდის საშტატო ნუსხასა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობაში. 2017 წელს ფონდის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულ თანამშრომელთა ოდენობა შეადგენს 563 ერთეულს, რომელთაგან 526 ერთეული დასაქმებულია სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მიერ სერვისების მიწოდების უზრუნველყოფის ფარგლებში, ხოლო 37 ერთეული - მმართველობაში. გამოყოფის შედეგად, ზემოთხსენებული 526 თანამშრომელი შრომითი ხელშეკრულებით გადადის „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის“ პროგრამის (პროგრამული კოდი - 35 02 05) ფარგლებში. ამასთან, მათი საშუალო შრომის ანაზღაურება არ აჭარბებს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას. გარდა ამისა, „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მართვის“ (პროგრამული კოდი - 35 01 05) ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა რჩება უცვლელი და განსაზღვრულია 6 ერთეულით. ამასთან, გაცნობებთ, რომ სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ახორციელებს საგრანტო პროექტებს, კერძოდ: გაერთიანებული ერების ქალთა ორგანიზაციას (UN-Women) და სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შორის 2016 წლის 20 მაისს გაფორმებული საგრანტო პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ნოემბრის N2396 განკარგულებით ფონდს მიეცა თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განესაზღვრა არა უმეტეს 1 ერთეულის, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება არა უმეტეს 1 982 ლარის ოდენობით. 2018 წლის 1 იანვრიდან, პროექტის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა რჩება უცვლელი, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება, ვალუტის კურსის ცვლილების გამო, განისაზღვრება არა უმეტეს - 1 528 ლარით. გაერთიანებული ერების ქალთა ორგანიზაციას (UN-Women) და სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შორის 2017 წლის 24 მარტს გაფორმებული საგრანტო პროექტის - „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ნოემბრის N2396 განკარგულებით ფონდს მიეცა თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განესაზღვრა არა უმეტეს 3 ერთეულის, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება არა უმეტეს 717 ლარის ოდენობით. საგრანტო ხელშეკრულებით, 2018 წლის 1 იანვრიდან განსაზღვრულია 4 მომუშავის ანაზღაურება, შესაბამისად, ფონდი ითხოვს, რომ პროექტის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განისაზღვროს არა უმეტეს 4 ერთეულის ოდენობით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება არა უმეტეს - 700 ლარით. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შორის 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული საგრანტო პროექტის - „საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ნოემბრის N2396 განკარგულებით ფონდს მიეცა თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განესაზღვრა არა უმეტეს 5 ერთეულის, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება არა უმეტეს 2 397 ლარის ოდენობით. 2018 წლის 1 იანვრიდან, პროექტის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა რჩება უცვლელი, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება, ვალუტის კურსის ცვლილების გამო, განისაზღვრება არა უმეტეს - 2 291 ლარით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს აღნიშნული პროექტის მთავრობის სხდომაზე წარდგენის ღონისძიებების განხორციელება. პატივისცემით,
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე |