|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის
ივანე ბიბილაშვილის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, როგორც მოგეხსენებათ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს N515 დადგენილებით
დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ახორციელებს ზუგდიდის რაიონის სოფელ
რუხში 220 საწოლზე მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. მშენებლობას აწარმოებს შპს „სახელმწიფო
სამშენებლო კომპანია“. სამშენებლო-სამონტჟო სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 41 264 000
(ორმოცდაერთი მილიონ ორასსამოცდაოთხი ათასი ლარი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
აღნიშნული საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების
შესასრულებლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ანგარიშზე
ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით გადარიცხული იქნა შემდეგი თანხები: ადმინისტრაციული ხელშეკრულება N6
30.12.2014 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური
საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასიათასი ლარი) ლარი. ადმინისტრაციული ხელშეკრულება N3
29.07.2015 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური
საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 5 000 000 (ხუთი მილიონი ლარი) ლარი. ადმინისტრაციული ხელშეკრულება N2
19.02.2016 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური
საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასიათასი ლარი) ლარი. ადმინისტრაციული ხელშეკრულება N4
01.07.2016 წ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური
საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის - 6 000 000 (ექვსი მილიონი ლარი) ლარი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წერილობით (N 01/24587 07.04.2015 წ.) ეთხოვა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით თანხის ხარჯვის შესახებ ინფორმაციისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა N2-ის) მოწოდება. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და სსიპ - „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ საექსპერტო დასკვნები (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებზე 2014 წლის სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე N003554715, N005170615, N005860315, N004478415, N004947515, N005551515, N006719915, N007249515, N000148116, N000821516, N001189816, N002311216, N0023884916, N002847516, N004024316, N004846116, N005384416, N007107516, N005384416, N001498617, N002736147 ჯამური ღირებულებით 23 865 193.88 (ოცდასამი მილიონ რვაასამოცდახუთი ათას ასოთხმოცდაცამეტი ლარი და 88 თეთრი) ლარი.
მშენებლობის დაწყებიდან დღეის მდგომარეობით შპს „სახელმწიფო სამშენებლო
კომპანიას“ ზემოთ ხსენებული საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო
სამუშაოების შესასრულებლად მიღებული აქვს 30 500 000 (ოცდაითი მილიონი ხუთასი ათასი ლარი) ლარი, ხოლო ფაქტიური დანახარჯები შეადგენს 28 296 391.11 (ოცდარვა მილიონ მილიონ ორასოთხმოცდათექვსმეტი ათას სამასოთხმოცდათერთმეტი ლარი და 11 თეთრი) ლარს.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ივანე ბიბილაშვილი |