| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ბატონ კახაბერ ძიმისტარიშვილს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ მარინა დარახველიძეს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ნათელა ხმალაძეს | ||||||||||||||||
ბატონო კახაბერ, ქალბატონო მარინა და ქალბატონო ნათელა, გაცნობებთ, რომ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო იხილავს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის 21 მაისის N02-254/05 (22.05.2018, N49244) და 12 ივნისის N02-303/06 (N56632) წერილებით წარმოდგენილ რეკომენდაციას, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამიდან („სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობები“; შემდგომში-N218 დადგენილება) სს „სადაზღვევო კომპანია ალფას“ გასვლის გამო, 2013 წლის მაისიდან (სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 18 მაისის N9 სხდომის ოქმი და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის N517 განკარგულება), შპს „მედალფა“-სათვის ავტომატურად მიმაგრებული N218 დადგენილების მოსარგებლეების თანხმობის ფორმების არარსებობის მიზეზით, შპს „მედალფა“-სათვის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში შემოწმების შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების ხელახალი შესწავლა/გადაანგარიშების, აგრეთვე, სადავო საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შემოწმების აქტების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით. ამავე საკითხზე სააგენტოში იხილება ასევე, შპს „მედალფა“-ს (ს/კ 404908043; გ/დირექტორი, გ. ამბროლიანი) 2018 წლის 23 მაისის N2701/02 (24.05.2018, N50299) წერილი. საკითხის განხილვას ახორციელებს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის № 04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანო (კომისია), რომელმაც, დავის სპეციფიურობიდან გამომდინარე, საქმის გარემოებების ყოველმხრივ შესწავლის, კოორდინირებული და ობიექტური გადაწყვეტის მიზნით, 2018 წლის 6 ივნისის სხდომაზე, მიზანშეწონილად ჩათვალა, საქმეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის, ჯანმრთელობის დაცვის და იურიდიული დეპარტამენტების ინფორმირება და მოსაზრებების გაცნობა. გიგზავნით მიმდინარე საქმის ირგვლივ არსებულ მასალებს და „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით, გთხოვთ, აცნობოთ სააგენტოს თქვენი პოზიციები. პატივისცემით,
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა |