საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის მინისტრი

MINISTER OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030172872140217

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

     № 01/4804 26 / იანვარი / 2017 წ.    
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას


ბატონო გიორგი,

როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით და სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით, წლებია ახორციელებს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმას.  დღემდე აქტიურად გრძელდება დეინტიტუციონალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვასა და ბავშვების დაბრუნებას ბიოლოგიურ ოჯახებში ან გადაყვანას ალტერნატიულ სერვისებში, რომლებიც მიახლოებულია ოჯახურ გარემოსთან. ამჟამად  ქვეყანაში სახელმწიფო დაქვემდებარების ქვეშ ფუნქციონირებს ორი დიდი ზომის ინსტიტუცია, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალები:  ბავშვთა სახლი კოჯორში და ჩვილ ბავშვთა სახლი ქ. თბილისში. აღნიშნულ ინსტიტუციებში მომსახურებას იღებენ ჯანმთელობის პრობლემების მქონე შშმ ბავშვები მძიმე და ღრმა შეზღუდვებით. ჯანმთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის 2016 წელს გაიხსნა ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც  ქ. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლიდან ჩაირიცხა 7 ბენეფიციარი, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „m2 უძრავი ქონება“-ის ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ქალაქ თბილისში დიდი დიღმის დასახლებაში შენდება მეორე სახლი, სადაც მომსახურებას მიიღებს ჩვილ ბავშვთა სახლის 7 აღსაზრდელი. აღნიშნული არ არის საკმარისი  დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებისათვის, ვინაიდან ჩვილ ბავშვთა სახლში ამჟამად ირიცხება  46  აღსაზრდელი, მათგან 11 პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე. სამინისტროს მიერ მოძიებული იქნა დონორი, რომელმაც სურვილი გამოთქვა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ააშენოს მცირე საოჯახო ტიპის სახლები მძიმე და ღრმა შეზღუდვის მქონე ბავშვებისთვის. პროექტის განსახორციელებლად საჭიროა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000-1200 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, გაგვიწიოთ მხარდაჭერა და დაგვეხმაროთ შესაფერისი ფართის მოძიებასა და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბალანსზე გადმოცემაში.

პატივისცემით,


 

მინისტრი
დავით სერგეენკო