|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ნატო დოლიძის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამარტივებული კონკურსის 2017 წლის 30 ნოემბრის სხდომის №1 ოქმით სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით წარმოგედგინათ თეიმურაზ ხარატიშვილის კანდიდატურა. შრომითი ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ თეიმურაზ ხარატიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის (საქმე 1/3779-17) განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღსანიშნავია შემდეგი გარემოება, მას ბრალად ედება გულგრილობა, ე. ი. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, რაც გამოიხატა სახელმწიფოსათვის 87 705.85 ლარის ოდენობით ზიანის მიყენებაში, კიდევ უფრო საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: თეიმურაზ ხარატიშვილი 2011 წლიდან 2016 წლის 15 დეკემბრამდე მუშაობდა სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ექსპერტის თანამდებობაზე. მისი ერთ-ერთი სამსახურებრივის მოვალეობა იყო სარემონტო სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, სამუშაოების შესრულების კონტროლი და შესრულებული სამუშაოების დადასტურება. მას უნდა განეხორციელებინა შპს ,,Civil Construction“-ის შესრულებული სამუშაოების კონტროლი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს დადასტურება, რის საფუძველზეც განხორციელდებოდა თანხის ჩარიცხვა. განაჩენით დადგენილ იქნა, რომ თეიმურაზ ხარატიშვილმა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და შპს ,,Civil Construction“-ის მიერ შესრულებული სამუშაოები დაადასტურა სათანადო შემოწმების გარეშე. ზემოაღნიშნული განაჩენით თეიმურაზ ხარატიშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01(ერთი) წლის გამოსაცდელ ვადად. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ვაკანსია გამოცხადებულ იქნა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირის პოზიციაზე, რომლის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენს ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო/სარემონტო ობიექტების მონიტორინგი, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. შესაბამისად, ბატონ თეიმურაზ ხარატიშვილთან შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სწორედ იმ ფუნქციების შესასრულებლად, რისთვისაც გულგრილობის მუხლით სასჯელის სახით შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის (საქმე 1/3779-17) განაჩენით. აქვე გაცნობებთ, რომ თეიმურაზ ხარატიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნული გარემოება გამჟღავნებულ იქნა, მას შემდეგ როდესაც მიმდინარეობდა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სათანადო დოკუმენტების (პირის ნასამართლობის ცნობის) წარმოდგენა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, თეიმურაზ ხარატიშვილის კანდიდატურა შეუსაბამოა დასაკავებელ პოზიციასთან, შესაბამისად კანდიდატს უარი უნდა ეთქვას შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე. გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით,
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნატო დოლიძე |