| From : | Tamar Gabunia <tgabunia@URC-CHS.COM> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | CCM Vice Chair resignation notice |
| Cc : | Admin CCM <admin.ccm@caucasus.net>; secretary@ccm.caucasus.net |
| Received On : | 18.05.2018 08:33 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
მოგესალმებით! მინდა გაცნობოთ, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულებით სამუშაოდ ფილიპინეზე გადასვლის გამო მიწევს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს დატოვება. University Research Co-მ ამერიკის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ორიოდე დღის წინ დაიწყო ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ახალი
მასშტაბური პროექტის განხორციელება. ჩემი კანდიდატურა
15
მაისს დაამტკიცეს პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელის პოზიციაზე და 3 ივნისიდან უნდა შევუდგე ამ მოვალეობის შესრულებას მანილაში.
გარდამავალ პერიოდში, ვიდრე მოხდება საბჭოს მიერ ახალი კანდიდატის დამტკიცება მოხარული ვიქნები გავაგრძელო კომუნიკაცია სამდივნოსთან და საბჭოს წევრებთან მიმდინარე აქტივობების უწყვეტობის
უზრუნველყოფის მიზნით.
აქვე მინდა მადლობა გითხრათ ამ წლების მანძილზე საბჭოში მუშაობის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს მომავალში კვლავაც მექნება საქართველოში
ტუბერკულოზისა და შიდსის ეროვნულ პასუხში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
Tamar Gabunia, MD, MPH
Senior Technical Advisor
Center for Innovations and Technology (CIT)
University Research Co. LLC