| From : | Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | CSO Forum |
| Cc : | sbelkania@moh.gov.ge; admin.ccm@caucasus.net |
| Received On : | 06.02.2018 19:38 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
როგორც მოხსენებათ, ყოველწლიურად CCM-ის მხარდაჭერით იმართება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გლობალური ფონდის მოთხოვნის თანახმად.
ქალაბატონ თამარ გაბუნიასთან კოორდინაციაში, საბჭოს სამდივნო აწარმოებს შესაბამის მოსამზადებელ სამუშაოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
1. გარდამავალი პერიოდის გამოწვევები და სახელმწიფოს მხრიდან ამ პერიოდის მხარდაჭერა;
2. მიმდინარე გრანტები და გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადის მზადების პროცესი;
3. აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივები და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი;
4. არსებული ნარკოპოლიტიკა.
გვსურს შეგითანხმოთ ღონისძიების ჩატარების თარიღი. თუ არის შესაძლებელი, რომ ღონისძიება გაიმართოს 20 თებერვალს?
მოგმართავთ თხოვნით, დაასახელოთ სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუდიტორიის წინაშე წარდგება შემდეგი მოხსენებით: სახელმწიფოს მხრიდან გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერა/სახელმწიფო დაფინანსების ზრდის ტენდენციები/პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფა. აქვე მოგახსენებთ, რომ შარშან გარდამავალი გეგმის შესახებ მოხსენება გააკეთა ქალბატონმა ქეთი გოგინაშვილმა.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მივმართავთ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, ღონისძიების მასმედიის მიერ გაშუქების უზრუნველსაყოფად.
დეტალურ განრიგს მოგაწვდით კვირის ბოლომდე.
დიდი მადლობა წინასწარ,
პატივისცემით,
ირინა