From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Zaza Sopromadze; Maia Lagvilava; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Ekaterine Adamia; Ketevan Goginashvili; Natia Nogaideli; Khatuna Chachava
Subject : Cancer_Registry_Analysis
Cc : David Sergeenko; Sopo Belkania
Received On : 22.03.2018 16:43
Attachments :

 

ქალბატონო მაია, ბატონო ზაზა,

ძვირფასო კოლეგებო,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2015 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში დანერგილია კიბოს პოპულაციური რეგისტრი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ონკოლოგიურ დაავადებათა მონიტორინგი, რაც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს შედარებით  სრულყოფილი სურათი კიბოს ავადობის, ასაკობრივ–სქესობრივი თუ გეოგრაფიული გავრცელების მახასიათებლების შესახებ.

ამასთან, კიბოს მრავალწლიანი დინამიკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო წლებში კიბოს რეგისტრის შეუფერხებელი ფუნქციონირების შედეგად, დაგვეხმარება, შევაფასოთ კიბოს პრევალენტობისა და გადარჩენის მაჩვენებლები ლოკალიზაციის მიხედვით და სწორად დავგეგმოთ პრევენციისა და მართვის ღონისძიებები. უნდა აღვნიშნოთ, რომ კიბოს რეგისტრის დანერგვასა და ფუნქციონირებაში, თქვენი, ონკოლოგებისა და მომიჯნავე სპეციალობის ექიმთა როლი და დამსახურება ძალზე დიდია.

ამჟამად გიზიარებთ კიბოს პოპულაციური რეგისტრის სამი წლის მონაცემების პირველად ანალიზს, რომლის სრულყოფისთვის ვთვლით, რომ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ჩართულობა.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ  შენიშვნები/კომენტარები აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.

ამასთან, გაცნობებთ, რომ 2018 წლის 28 მარტს 4 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დიდ საკონფერენციო დარბაზში ვგეგმავთ სამუშაო შეხვედრას ონკოლოგებთან, სადაც მოხდება კიბოს პოპულაციური რეგისტრის სამი წლის მონაცემების პირველადი ანალიზის დოკუმენტის განხილვა და გაიმართება დისკუსია სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრაში თითოეული თქვენთაგანის მონაწილობა მნიშვნელოვანია.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის

პატივისცემით,

 

ამირან გამყრელიძე