From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : FW: აუდიტის სამსახურისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია
Received On : 22.02.2018 11:12
Attachments :

მოგესალმებით, ბატონო დავით!


აი, ეს დოკუმენტაცია (ქვემოთ მოყვანილი ტექსტის მიხედვით) იყო მოთხოვნილი აუდიტის სამსახურის მიერ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, რაზეც ბატონ ამირანს უსაუბრია თქვენთან. ეხლა მაცნობეს დაავადებათა კონტროლიდან და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ამ გზავნილის გამოგზავნა თქვენთვის. ცოტა ხანში გეახლებით ასახსნელად. ამას პრეისტორიაც ჰქონდა - ჯანდაცვის დეპარტამენტიდან იყო გამოთხოვილი ინიცირების დოკუმენტები, რაც მიეწოდა (მთავრობის დადგენილების პროექტი, განმარტებითი ბარათი, ბატონი ზაზას მოხსენებითი ბარათი თქვენ სახელზე და ა.შ.). როგორც მაშინ შევიტყვეთ, ეკა ადამიამ ასე ბრძანა, რომ გათვლები იყო გაკეთებული დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ. სახელმწიფო შესყიდვების აუდიტი, როგორც მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაწყებული და ამ აუდიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, გათვლების სისწორის დადგენის მიზნით, გამოითხოვეს ეს მასალები. გათვლები მოიცავს, როგორც ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობებს, ასევე საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მონაცემებს და მათის შესყიდვის დასაგეგმ რაოდენობებს.

ვფიქრობ, გათვლების სიზუსტეში ეჭვი არ ეპარება დაავადებათა კონტროლის ცენტრს - ამას მყარად მიდასტურებენ სატელეფონო საუბრებში, თამამად გრძნობენ თავს და პრობლემები ამ კუთხით ნაკლებად უნდა იყოს. ასე რომ, თქვენი ამ საკითხზე შეწუხება არ ჩავთვალე მიზანშეწონილად და, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პრობლემა შეიძლება შეიქმნას, მაშინ გავაჩერებთ მოთხოვნის აღსრულებას.

ხოლო, როგორც წესი, ყველა მოთხოვნას მე ვადევნებ თვალყურს - შეთანხმებული ვართ აუდიტის სამსახურთან, რომ ყველა მოთხოვნას უნდა ვხედავდე მეც.


პატივისცემით, კახა




From: Nino Shubitidze
Sent: Wednesday, February 21, 2018 6:01 PM
To: kh.getia@ncdc.ge
Cc: Kakhaber Dzimistarishvili; Mariam Cholokava
Subject: აუდიტის სამსახურისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია
 

 

მოგესალმებით ბატონო ხვიჩა,

 

 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მართვის სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტს.

 

აღნიშნული აუდიტის ფარგლებში, გვესაჭიროება „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით“ 2017-2018 წლებში დაგეგმილი შესასყიდი სამკურნალო საშუალებების რაოდენობების განსაზღვრის საფუძვლები. კერძოდ, როგორ და რის საფუძველზე მოხდა შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობებისა (დეტალურად პროგრამით გათვალისწინებულ ყველა მედიკამენტზე) და შესაბამისად პროგრამის ღირებულების განსაზღვრა.

 

გთხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა არსებული დოკუმენტი მოგვაწოდოთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 23 თებერვლისა.

 

            წინასწარ გიხდით მადლობას.

 

 

პატივისცემით,

 

ნინო შუბითიძე

უფროსი აუდიტორი

 

Description: Description: Description: VEQTORULI LOGO

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

 

ქეთევან დედოფლის გამზირი N96

მობ:   +995 577 20 20 29

ელ.ფოსტა: nshubitidze@sao.ge

www.sao.ge