From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : FW: ინფორმაცია აშშ ვიზის შევსების თაობაზე
Received On : 17.03.2017 14:36

ბატონო დავით,

 

გიგზავნი აშშ ვიზის შესავსებად საჭირო ინფორმაციას. ასევე საჭირო არის ფოტო სურათი 5X5, არ უნდა აღემატებოდეს 240kb. დისკზე რომ ჩააწერინონ სადაც გადაიღებენ.

 

სრული ინფორმაცია აშშ არასაიმიგრაციო ვიზის შევსების თაობაზე: http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-niv-ds160complete.asp#

 

DS-160 აპლიკაციის ლინკი: https://ceac.state.gov/genniv/default.aspx

აპლიკაციის შევსებისას საჭიროა დასეივდეს შევსებული გვერდი მომდევნო გვერდზე გადასვლამდე, რათა დროის ამოწურვის შემდგომ არ დაიკარგოს შეყვანილი მონაცემები.

 

DS-160 აპლიკაციის შევსების შემდგომ ხდება ვიზის მოსაკრებლის (160 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) გადახდა საქართველოს ბანკში. აღნიშნულ ვებ. გვერდზე http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-niv-paymentinfo.asp უნდა შეხვიდეთ და ამობეჭდოთ შესაბამისი ქვითრის ბლანკი ( ქვითრის ბლანკი - $160 MRV საკონსულო მოსაკრებელი) და ბანკში უნდა წარადგინ აღნიშნული ბლანკი, DS-160 აპლიკაციის დასტურის ფურცელი და პასპორტი.

 

ვიზის მოსაკრებლის გადახდიდან 5 საათის გასვლის შემდგომ ხდება გასაუბრებაზე ჩაწერა. გასათვალისწინებელია, რომ საღამოს საათებში გადახდის შემთხვევაში თანხა ანგარიშზე ისახება მომდევნო დღეს.

 

გასაუბრებაზე ჩაწერისთვის თან უნდა იქონიოთ: პასპორტი, სავიზო განაცხადის (MRV) მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, DS-160 აპლიკაციის შევსების დასტურის ფურცელი, ელ. ფოსტის მისამართი. გასაუბრებაზე ჩაწერა ხდება ორი გზით ონლაინ რეჟიმში https://cgifederal.secure.force.com/?language=Georgian&country=Georgia ან ქოლ ცენტრთან დაკავშირებით +995 32 2471160.

 

 

ამერიკის ვიზის მისაღებად საჭირო საბუთების ოფიციალური ჩამონათვალი:

 

1. პასპორტი;

2. მოწვევა;

4. DS-160 შევსებული ფორმის დასტური;

5. გადახდის ქვითარი (ვიზის მოსაკრებელია 160 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გადახდა ხდება აპლიკაციის შევსების შემდგომ საქართველოს ბანკში)

 

აპლიკაციის შესავსებად საჭირო დამატებითი ინფორმაცია:

 

ბინის მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია; მშობლების სახელი–გვარი და დაბადების თარიღი; მგზავრობის თარიღი; სასწავლებლის/სამუშაო ადგილის დასახელება და მისამართი.

 

პატივისცემით,

 

 

სოფო ბელქანია

 

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232