From : Admin CCM <admin.ccm@caucasus.net>
To : David Sergeenko; tgabunia@URC-CHS.COM; gamkrelidzea@gmail.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; tengizt@gol.ge; aids@gol.ge; avalianizaza@yahoo.com; khatunatod3009@gmail.com; azoidze@parliament.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; i.javakhadze@mof.ge; smorgoshia@moc.gov.ge; tsirbiladze@usaid.gov; nino.kochishvili@eeas.europa.eu; Klimiashvilir@who.int; bakradze@unfpa.org; adam_vakh@yahoo.com; vadachkoria@tsmu.edu; emeladze@employer.ge; mziatab@gmail.com; karchkhadzezaza@mail.ru; mchokheli@osgf.ge; mchokheli@gmail.com; newvector444@yahoo.com; david.kakhaberi@gmail.com; lasha_tvaliashvili@yahoo.com; hapsfund_iza@yahoo.com; lela.tsakadze@gmail.com; nukri.mir@gmail.com; natialoladze@redcross.ge
Subject : FW: ინფორმაცია საპარლამენტო კონსულტაციის შესახებ
Cc : ikhonelidze@gmail.com; i.khonelidze@ncdc.ge; nlomtadze@gmail.com; nmangaladze@yahoo.com; d.khundadze@yahoo.com; tbazierashvili@mia.gov.ge; ngabitashvili@mes.gov.ge; kchikhladze@smr.gov.ge; mamulashvilin@who.int; zakareishvili@unfpa.org; Shartava.ts@gmail.com; rima@tsmu.edu; abesadze-1973@mail.ru; gochagabodze@gmail.com; tssalia@yahoo.com; nino.qadjaia@mail.ru; leva.dzamashvili@gmail.com; nosepaishvili@redcross.ge; Sopo Belkania; nanan@unops.org; nnabakhteveli@yahoo.com; AlanN@unops.org; secretary@ccm.caucasus.net; Maia Lagvilava; Nino Kalandadze
Received On : 23.05.2018 12:22
Attachments :

საბჭოს პატივცემულო წევრებო,

გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ წერილს და თანდართულ მასალას.

პატივისცემით,

ნათია ხონელიძე

____________________________________________________________________________________________________________________________________________

მოგესალმებით,

ამ წერილით მინდა Global TB Caucus-ის სამდივნოს სახელით მოგაწოდოთ ინფორმაცია ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) მიერ 2018 წლის აპრილში, ნიუ იორკში გამართული საპარლამენტო კონსულტაციის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა 35 ქვეყნის 40 პარლამენტარი. დელეგატებმა ტუბერკულოზის დარგის ექსპერტებთან, გაეროსთან სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად, იმსჯელეს ტუბერკულოზთან დაკავშირებით 2018 წლის სექტემბერში დაგეგმილი გაეროს მაღალი დონის შეხვედრის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ღონისძიებაში პარლამენტის წევრთა აქტიური ჩართულობის როლზე. 

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბატონი აკაკი ზოიძე. მან ღონისძიების მონაწილეებს ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით რეგიონში არსებული მიღწევები და გამოწვევები გააცნო, ასევე, ესაუბრა რეგიონში ტუბერკულოზის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის საჭირო  მიდგომების შესახებ. გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი - აღნიშნული საკონსულტაციო შეხვედრის ანგარიში.

პარლამენტარები შეთანხმდებიან იმ პოზიციაზე, რომელსაც ტუბერკულოზთან დაკავშირებით 2018 წლის სექტემბერში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრაზე გააჟღერებენ. ამ დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია  ონლაინ hereსაბოლოოდ, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციაში მონაწილე პარლამენტარები სექტემბერში დაგეგმილ ღონისძიებაში ქვეყნების მეთაურთა მონაწილეობის საკითხზე იმუშავებენ.

საპარლამენტო კონსულტაციის მეორე დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლებისა და პარლამენტარების შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 70 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებლი ერების ორგანიზაციასთან  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებსა და პარლამენტარებს უმასპინძლა გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ იორკში. ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები –  აკაკი ზოიძე და მარიამ  ჯაში.  

შეხვედრაზე გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა - ბატონმა კახა იმნაძემ ჩვენს რეგიონში ტუბერკულოზის შესახებ არსებულ სიტუაციაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაავადებასთან ბრძოლაში პარლამენტის წევრთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ბატონმა აკაკი ზოიძემ მისიის წარმომადგენლებს გააცნო ის პოზიცია, რომელიც Global TB Caucus-ისჯგუფის პარლამენტარებმა შეიმუშავეს სექტემბრის გაეროს ტუბერკულოზის მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით. იმავდროულად, აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მეთაურების დასწრების აუცილებლობა ამ შეხვედრაზე. 

შეგახსენებთ, რომ Global TB Caucus არის პარლამენტარების საერთაშორისო ჯგუფი, რომლის მიზანია, პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობენ ტუბერკულოზის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.  Global TB Caucus-ი დაფუძნდა ბარსელონაში 2014 წლის ოქტომბერში (https://www.globaltbcaucus.org). ამავე სამიტზე შეიქმნა ე. წ. „ბარსელონის დეკლარაცია“, რომელსაც ხელი მოაწერეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებმა და ამით გაერთიანდნენ Global TB Caucus-ში. დღეისთვის ის აერთიანებს 130-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ პარლამენტარს. მოგვიანებით შეიქმნა TB Caucus -ის რეგიონული და ეროვნული „ქოქუსები“. საქართველოში ეროვნული TB Caucus-ს ამჟამად სათავეში უდგას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ბატონი აკაკი ზოიძე.

პატივისცემით,

ცირა ჩახაია

 

--

Tsira Chakhaia | EECA Coordinator | Global TB Caucus 

T: +995 593 62 07 43 | E: tsira.chakhaia@globaltbcaucus.org | www.globaltbcaucus.org 

Twitter: @globaltbcaucus

 

The Global TB Caucus Secretariat is independent and accountable to the members of the Global TB Caucus. It is hosted by partner organisations around the world.

 

https://drive.google.com/a/globaltbcaucus.org/uc?id=0B-KYtSxswdJTVmpFUFJWTkt0VEE&export=download