| From : | mchkhaidze@jamc.ge |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | FW: კარდიორევმატოლოგიის რეზიდენტურა |
| Received On : | 30.05.2018 14:01 |
| Attachments : |
გამარჯობა დავით ბატონო,
იმედია კარგად ხარ!
მინდა უბრალოდ საქმის კურსში ჩაგაყენო, როგორც საბჭოს თავმჯდომარე,
რეზიდენტურაზე შემოგვაქვს საბუთები და... ვრცლად იხილე ქვემოთ წერილი.
როგორ ფიქრობ, ის რომ ხელაშვილს არ აქვს დოქტორის ხარისხი შეგვიშლის
ხელს რეზიდენტურის პროგრამის ამუშავებაში?
პატივისცემით,
მამუკა ჩხაიძე,
გენერალური დირექტორი,
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი.
ლუბლიანას 21, თბილისი 0159.
ტელ.:+995 322 524144,
მობ.: +995 599 554972
From: chkhaidze@jamc.ge
[mailto:chkhaidze@jamc.ge]
Sent: Wednesday, May 30, 2018 17:32
To: mchkhaidze@jamc.ge
Subject: კარდიორევმატოლოგიის რეზიდენტურა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგიის რეზიდენტურაში
პროგრამის ხელმძღვანელად წარდგენილი გვყავს ვახტანგ ხელაშვილი, რომელიც ფლობს კარდიოლოგის,
ბავშვთა კარდიორევმატოლოგიის, რადიოლოგიის სერტიფიკატებს, ექოკარდიოგრაფიის და ინტერვენციული
კარდიოლოგიის მოწმობებს.
არ აქვს მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, თუმცა
ჯანდაცვის მინისტრის 135/ნ ბრძანების 2.2 დანართის მერვე მუხლით, „გამონაკლის შემთხვევებში,
საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პროგრამ-ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ
პირს შეიძლება არ ეკავოს აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი)
ან არ ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს.“
ბატონი ვახო წლების განმავლობაში
ხელმძღვანელობს გულის თანდაყოლილი მანკების დეპარტამენტს და მისი უშუალო მეთვალყურეობის
ქვეშ წელიწადში მკურნალობას გადის 8000-ზე მეტი ამბულატორიული და 600-მდე სტაციონარული
პაციენტი (ჯამში 5500-მდე საწოლდღე წელიწადში), ტარდება 300-ზე მეტი კარდიოქირურგიული
ოპერაცია და 250-ზე მეტი ინტერვენცია.
კარდიორევმატოლოგიური პროფილის ბავშვთა ასაკის პაციენტთა მსგავსი მოცულობა საქართველოს
არცერთ სხვა კლინიკაში არაა, რის გამოც, ვფიქრობთ, მისი კომპეტენცია და გამოცდილება
პროფესიული განვითარების საბჭოსთვის მისაღები უნდა იყოს.
პატივისცემით,
მიხეილ ჩხაიძე
სამედიცინო დირექტორი
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი,
ლუბლიანას ქ. N21
ტელ: +995 032 222211 (შიდა
120)
მობ: +955 599 363700