From : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : FW: ტყიბულის შახტის შეფასება/კომენტარი
Received On : 22.06.2018 15:26
Attachments :

ბ-ნო დავით,

 

ბექას დავავალე მეტი დეტალები მოეწოდებინა ტყიბულის შახტის ინსპექტირებასთან დაკავშირებით.

 

გთხოვთ იხილეთ მისი პასუხი. 

 

პატივისცემით,

 

თამუნა

 

From: Beka Peradze
Sent: Friday, June 22, 2018 12:08 PM
To: Tamar Barkalaia
Subject: RE:
ტყიბულის შახტის შეფასება/კომენტარი

 

ქალბატონო თამარ,

 

შახტებში არსებულ შრომის უსაფრთოების ნორმების დარღვევასა და იქ არსებულ მონიტორინგის არაეფექტურობაზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება:

 

·         ინსპექტირების პროცესი მოიცავს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გამოკითხვის პროცესსაც, რის შედეგადაც არაერთხელ გამოიკვეთა დასაქმებულთა მიერ სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ( დასაქმებულები ძირითადად დამოკიდებული არიან სამუშაო გამოცდილების საფუძველზე მიღებულ უსაფრთოების პრაქტიკულ ცოდნაზე).

 

·         2016 წლიდან ჩვენს ჩვენს მიერ ინსპექტირებების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის 70-მდე დართვევა( იხ.დანართი 1).

 

·         შრომის ინსპექციის მიერ ინსპექტირების ჩატარების პროცესშიც, ინსპექტორების მიერ არაერთხელ დაფიქსირდა დასაქმებულთა მიერ შრომის უსაფრთოების დარღვევა, როგორიცაა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობა (მათ შორის ჩაფხუტები,რესპირატორები თვითმაშველის გამოუყენებლობა და სხვ).

 

·         სამუშაოების დაწყებამდე, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ დგება განწესი, რომელშიც განსაზღვრულია შესასრულებელი სამუშოების ჩამონათვალი და ბურღვა-აფეთქებითი სამუშოების დროს იქმნება პასპორტი, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ დასაქმებულებმა სამუშაოების შესრულებისას, ხოლო უსაფრთოების სპეციალისტის მიერ უნდა ხდებოდეს მისი შესრულების მონიტორინგი.   მოცემულ შემთხვევაშიც და სხვა შემთვევებზე დაყრდნობით, კომპანიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციები ხშირ შემთვევაში არასრულყოფილია და არ შეესაბამება დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს სპეციფიკას (მაგალითად  -  განწესში დაფიქსირებულია გვირაბის გამაგრებითი სამუშაოები, რაზეც არაა ჩატარებული შესაბამისი ინსტრუქტაჟი ხოლო რაც შეეხება მონიტორინგის არაეფექტურობას, დასაქმებულები ვალდებულოი არიან თან იქონიონ თვითვმაშველები და დაიცვან უსაფრთოების წესები, ხოლო მონიტორინგის არარსებობის გამო არსებული უსაფრთოების ნორმების დაცვა არ ხდება, რაც ხშირ შემთვევაში  დაუდდევრობის გამო, უბედური შემთვევის დადგომის გამომწვევი მიზეზი ხდება (მაგალითები პირობითია).

 

 

                     პატივისცემით,

 

 

From: David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Date: June 21, 2018 at 9:06:39 PM GMT+4
To: Tamar Barkalaia <
tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject: Re:
ტყიბულის შახტის შეფასება/კომენტარი

 ანუ ყველა დოკუმენტი არსებობს, მაგრამ ჩვენი შეფასებით-

 

მოცემულ შემთხვევაში,  ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები სახეზეა, თუმცა  არსებობს  დოკუმენტებით განსაზღვრული უსაფრთხოების სტანდარტების აღსრულების პრობლემა. კომაპნიაში არსებული სწავლება/ინსტრუქტაჟი,  არასრულყოფილია და არაა მორგებული/ადაპტირებული დასაქმებულთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკასთან, ხოლო შესრულებულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი არაეფექტურია.

 

ეს რის საფუძველზე დავასკვენით ?

 

გამოვკითხეთ იქ დასაქმებულები და გვითხრეს ამის შესახებ, თუ ვივარაუდეთ, რახან ეს ამბავი მოხდა? 

  

From: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Date: Thursday, June 21, 2018 8:09 PM
To: Davit Sergeenko <
dsergeenko@moh.gov.ge>
Subject:
ტყიბულის შახტის შეფასება/კომენტარი

 

ბ-ნო დავით,

 

იხილეთ დანართის სახით თქვენი შენიშვნების გათვალისწინებით მომზადებული კომენტარი.

 

პატივისცემით,

 

თამუნა