From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko
Subject : FW: ცოფზე სიტუაცია წითელწყაროს რაიონში
Cc : Zaza Sopromadze;mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Received On : 03.02.2018 08:46

ბატონო დავით,

 

გთხოვთ იხილოთ ქვემოთ ჩვენი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი, რომელიც გუშინ მივლინებით იმყოფებოდა  დედოფლისწყაროში, ცოფის სვარაუდო კერაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის მიზნით.

 

სამწუხაროა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებისა და ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის არაგამართულობის გამო (მაგალითად არ აქვთ უფლება  ინფიცირებული საეჭვო ცხოველის ლიკვიდაციისა ან მიძინებისა) შესაძლებელია წყალში ჩაიყაროს ბოლო სამი წლის გარკვეული პოზიტიური ტენდენცია/მიღწევა. სასურველია თუ ეს საკითხი მაღალ დონეზე განიხილება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რადგან ჩვენი ცენტრის რეკომენდაციები არ არის მათთვის საკმარისი.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

From: Tsiuri Tushishvili [mailto:tsiuritushishvili@gmail.com]
Sent: Saturday, February 3,
2018 2:57 AM
To: Amiran Gamkrelidze
Subject:
ცოფზე სიტუაცია წითელწყაროს რაიონში

 

ბატონო ამირან,

 

თქვენი ბრძანებით, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, მივლინებული ვიყავი დედოფლისწყაროს რაიონში ცოფით დაავადებული ცხოველების მიერ ადამიანთა დაკბენის და დაზარალების ფაქტთან დაკავშირებით. მივლინებისას  დადგინდა შემდეგი

ანტირაბიულ ვაქცინაციას იტარებს სოფელ სამთაწყაროს მცხოვრები  22 ადამიანი, მათგან 9 დაკბენილია მიმდინარე წლის 22 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით ერთი უპატრონო ცოფით დაავადებული ძაღლის მიერ, ხოლო 13 - კონტაქტი ჰქონდა მათ საკუთრებაში მყოფი ამ ძაღლით დაგლეჯილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან. 26 იანვარს ძაღლი ნახეს მკვდარი. 27 იანვარს კერაში კვლევა დაიწყო დედოფლისწყაროს რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა.აღნიშნულის შესახებ აცნობეს ადგილობრივ ვეტ.სამსახურს, რომელმაც უზრუნველყო ძაღლის პათ. მასალის გადაგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად ძაღლში ცოფი დადასტურდა.

 

მიმდინარე წლის 31 იანვარს სოფელ ჯაფარიძეების ერთ-ერთი მაცხოვრებლის ფერმაში შეიჭრა მგელი, რომელმაც დაგლიჯა ფერმის მესაკუთრის ძაღლები. მგელი მოკლეს ოჯახის წევრებმა (მეუღლეები) დამათმა დამხნარე მუშამ. აღნიშნული მგლის პათოლოგიური მასალა ადგილობრივმა ვეტ. სამსახურმა გადაგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად მგელში ცოფი დადასტურდა. ანტირაბიულ ვაქცინაციას იტარებს ოჯახის ხუთივე წევრი, ხოლო მგლის მიერ დაგლეჯილი ძაღლები, ადგილობრივი ვეტ. ექიმების ინფორმაციით, ლიკვიდირებულ და განადგურებულ იქნა არსებული ინსტრუქციის შესაბამისად.

 

არსებული სიტუაცია განვიხილეთ დკსჯეც კახეთის რეგიონის უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა, დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარიეტა გონაშვილმა, ეპიდემილოგმა ლალი ალადაშვილმა, ადგილობრივმა ვეტექიმებმა ეთერ იაკობაშვილმა, მალხაზ ქევხიშვილმადედოფლისწაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოლომონ ღორაშვილმა და მე, ციური თუშიშვილმა, დკსჯეც-ს უფროსმა სპეციალსტმა.

 

აღმოჩნდა, რომ სოფლის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია. სავარაუდოა, რომ თავდაპირველად ნახსენები ცოფით დაავადებული ძაღლის მიერ იყოს ერთი, ან რამდენიმე მათგანი დაკბენილი/კონტაქტირებული. აქედან გამომდინარე, ეს ძაღლები  შეიძლება იმყოფებიან ინკუბაციურ პერიოდში და საჭიროა მათი იზოლაცია ან განადგურება. როგორც მერის მოადგილე სოლომონ ღორაშვილმა აღნიშნა,  გარემოს  დაცვის სამინისტროს ბრძანების საუფძველზე, ვერ გაიცემა ძაღლების განადგურების ნებართვა

 

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის განკარგულება #690 (2014 წლის 14 აპრილი) "ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" #2 პუნქტს, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს ავალდებულებდა 2014 წლის 1 აგვისტომდე "მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკარანტინო ვოლიერების, ცხოველთა თავშესაფრების და ცხოველთა სამარხების ან კრემატორიუმების შექმნის/მოწყობის/მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების საჭიროების დასაბუების და აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების გადაანგარიშების შესახე". აღნიშნული პუნქტი გამოყოფილია მთლიანად კახეთის რეგიონისთვის ერთეული ტერიტორია გურჯაანის მუნიციპალიტეტში. თანხა ვოლიერებისთვის, ჯერ-ჯერობით, ყველა რაიონს არ აქვს გადარიცხული. მიკედლებული და უპატრონო ცხოველების დამჭერი მუდმივმოქმედი ბრიგადა არ ფუნქციონირებს ამ ყველაფრის  გათვალისწინებით შეუძლებელია ცოფზე საეჭვო ძაღლების გამოჭერა და იზოლაცია.

 

ღრმა პატივისცემით,

 

. თუშიშვილი