| From : | David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | FW: Alzira Model Review |
| Received On : | 14.12.2016 18:47 |
| From: Keti Meskhishvili <kmeskhishvili@partnershipfund.ge> Sent: Wednesday, December 14, 2016 20:31 To: nturnava@fund.ge Cc: Vakhtang Jorbenadze; Giorgi Tsimakuridze Subject: Alzira Model Review |
ქალბატონო ნათია,
გავეცანით წარმოდგენილ დოკუმენტს „ალზირას მოდელის“ თაობაზე. ჩვენი შეფასება მოცემულია ქვემოთ.
ალზირას მოდელი
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტი „ალზირას მოდელის“ თაობაზე არ არის იურდიული შინაარსის ტექსტი, რომლის შეფასება და ანალიზიც შესაძლებელია განხორციელდეს სამართლებრივ ჭრილში, ქვემოთ მოცემული მსჯელობა არ წარმოადგენს ფონდის მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას.
მეორე მხრივ, იმისათვის რომ განხორციელდეს წარმოდგენილ დოკუმენტში აღწერილი მოდელის ანალიზი, პირველ რიგში, შესწავლილი უნდა იქნას ესპანეთის ჯანდაცვის ანაზღაურებების სისტემა იმ სისტემასთან ერთად, რომელიც წინ უსწრებდა „ალზირას მოდელს“. აღნიშნული ანალიზის სრულფასოვანად განხორციელების ბერკეტი კი უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის სამინისტროს იმ შესაბამისი სამსახურების ხელთაა, რომლებიც აყალიბებენ ჯანდაცვის პოლიტიკას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი დოკუმენტიდან ჩვენი მხრივ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ყურადღების გამახვილებას შემდეგ საკითხებზე:
· „ალზირას მოდელის“ განხორციელებამდე ესპანეთში სავადმყოფოები იყო სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციები - შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ესპანეთში არსებული გარემო მკვეთრად განსხვავდება საქართველოში არსებული გარემოსაგან, ვინაიდან საქართველოში ბაზრის მნიშვნელოვანი წილი ისედაც კერძო ორგანიზაციებს უკავია, და თანაც იმგვარად, რომ სახელმწიფოსგან არ აქვთ არანაირი გარანტია ან/და არ იღებენ „capitation“ გადასახადს;
· დოკუმენტის თანახმად, „ალზირას მოდელი“ უკავშირდება ესპანეთის, კერძოდ კი, ვალენსიას რეგიონალური მთავრობის (ადგილობრივი თვითმმართველობის) გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ის კერძო კონსორციუმთან თანამშრომლობის გზით ახორციელებს ჯანდაცვასთან დაკავშირებული მომსახურების შეთავაზებას ალზირას რეგიონის მაცხოვრებელთათვის. ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ „ალზირას მოდელის“ დანერგვა განხორციელდა მხოლოდ საკუთარი რეგიონის გარკვეულ ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ არ მომხდარა ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტის ერთი კომპანიის ხელში ჩაგდება (გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ რეგიონის მოსახლეობა, სადაც მოქმედებს „ალზირას მოდელი“ შეადგენს დაახლოებით 300 ათასს);
· იმის გათვალისწინებით, რომ „ალზირას მოდელი“ ხორციელდება ერთი მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მეორე მხრივ, კერძო კონსორციუმის ჩართულობით, შესაძლებელია ითქვას, რომ „ალზირას მოდელის“ დანერგვა ცდება საპარტნიორო ფონდის კომპეტენციას, მისი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან განსხვავებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ მსგავსი პროექტის განხორციელების საკითხი არის სახელმწიფოს ფუნქცია და ის არ წარმოადგენს ფონდის მანდატს (ფონდს არ აქვს არავითარი უფლებამოსილება ჩამოაყალიბოს ჯანდაცვის პოლიტიკა და დააფინანსოს ავადმყოფების მკურნალობა ბიუჯეტიდან);
· დოკუმენტი შეიცავს შემდეგ ცხრილს:
საჯარო დაფინანსება |
კერძო ინვესტიცია და მართვა |
დაფინანსება ერთ სულ მოსახლეზე: ფიქსირებული ბიუჯეტი (რისკის გადაცემა) | ინვესტირება ინფრასტრუქტურაში |
არჩევანის თავისუფლება: ფული მიყვება პაციენტებს | ინოვაციური მართვა |
| კლიენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა |
| ინტეგრირებული ჯანდაცვა |
საჯარო საკუთრება | საჯარო გარანტია |
მთავრობისათვის დაბრუნება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ | ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა და მომსახურება |
NHS-ში გაერთიანებული | მთავრობა: შემოწმება და კონტროლი |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ერთ-ერთი პრინციპი აღნიშნულ ჩამონათვალში არის money follows patients (ფული მიყვება პაციენტებს), რაც გულისხმობს იმას, რომ თუ რეგიონის რომელიმე პაციენტი ალზირას რეგიონის გარეთ ჩაიტარებს მკურნალობას, ალზირას საავადმყოფო ვალდებულია სრულად დაუფაროს მას მკურნალობის ხარჯები - აღნიშნული სისტემა მუშაობს შემდეგნაირად: ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს საავადმყოფოს ყოველ სულ მოსახლეზე, ხოლო თუ მოქალაქე სხვაგან წავიდა სამკურნალოდ ალზირას საავადმყოფო ასეთ მოქალაქეს უნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს;
· დოკუმენტის თანახმად, ზემოაღნიშნულთან ერთად, კონტრაქტორი კისრულობს საავადმყოფოს ოპერირებასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკს;
· დოკუმენტის თანახმად, „ალზირას მოდელის“ მთავარი ეფექტი იყო ის, რომ თუ სახელმწიფო ერთ სულ მოსახლეზე ხარჯავდა 900 ევროს, ამ მოდელის პირობებში ხარჯავს ნაკლებს. თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, თუ საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტია 605 მილიონი ლარი, თითოეულ მოსახლეზე უხეში გათვლებით გამოდის 150 ლარი გადასახადი წელიწადში და შესაბამისად, ნებისმიერი შემოთავაზებული სისტემა (მათ შორის, „ალზირას მოდელი“), რომელიც გაზრდის, ან თუნდაც იგივეს დატოვებს აღნიშნულ ღირებულებას, არის საქართველოში მოქმედი სისტემის წინა ეტაპი და არა პირიქით.
პატივისცემით,
ქეთი
Ketevan Meskhishvili
Trade Finance Legal Counsel
Partnership Fund
Address: 6, V. Beridze Street, 0108, Tbilisi, Georgia
Cell: (+995 593) 12 34 68
Email: kmeskhishvili@partnershipfund.ge
Web: www.fund.ge
Please, consider environment before printing this email
---------------------------------------------------------------------------------------------------
The information in this email is confidential and may be legally privileged. It is intended solely for the addressee. Access to this email by anyone else is unauthorized. If you are not the intended recipient, any disclosure, copying, distribution or any action taken or omitted to be taken in reliance on it, is prohibited and may be unlawful.