From : Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
To : David <Sergeenko>
Subject : FW: Initiative 5% TWO PROJECTS
Cc : sbelkania@moh.gov.ge; admin.ccm@caucasus.net
Received On : 10.11.2017 07:36

ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ სამდივნომ გაიარა კონსულტაციები დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. -ნმა ირმა ხონელიძემ დაგვიდასტურა გლობალური ფონდის დაფინანსების გადაფარვის არარსებობა. გარდა ამისა, მან ასევე შეგვატყობინა, რომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გლობალურ ფონდთან  კვლევითი ცენტრის  “ალტერნატივა ჯორჯია”-ს მიერ წარდგენილ პროექტსა და გლობალური ფონდის პროგრამის კომპლემენტარულობის თაობაზე.  თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევატყობინებთ კონსულტაციების შედეგებს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს და ასევე ვაცნობებთ მათ, რომ განაცხადების მოკლე კონცეფციებთან გაცნობის საფუძველზე საბჭოს მიერ უკვე გაცემულია მხარდაჭერის წერილები, სადაც გამოხატულია პროექტებთან, მათ განმახორციელებლებთან თანამშრომლობის მზაობა და ხაზგასმულია აპლიკანტების მაღალი კომპეტენცია და დიდი გამოცდილება შესაბამის სფეროებში.

პატივისცემით,

ირინა

 

From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Thursday, November 2, 2017 3:31 PM
To: Irina Grdzelidze
Cc: admin.ccm@caucasus.net; sbelkania@moh.gov.ge
Subject: Re: Initiative 5% TWO PROJECTS

 

თანახმა ვარ

 

From: Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
Date: Thu, 2 Nov 2017 15:13:27 +0400
To: Davit Sergeenko <
dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: <
admin.ccm@caucasus.net>, <sbelkania@moh.gov.ge>
Subject: Initiative 5% TWO PROJECTS

 

ბატონო დავით, მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ სამდივნოს დაუკავშირდნენ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები საფრანგეთის 5 % ინიციატივაში საქართველოდან წარდგენილი ორი განაცხადის თაობაზე. მათი თხოვნაა დავუდასტუროთ, რომ:

·         განაცხადების აქტივობები არის თანხვედრაში ეროვნულ პრიორიტეტებთან

·         საპტოექტო აქტივობები არ ფინანსდება სხვა დონორების მიერ

·         არ არის გადაფარვა გლობალური ფონდის დაფინანსებასთან

·         და ასევე თუ ჩავთვლით საჭიროდ მივაწოდოთ კომენტარი პროექტის განმახორციელებლების თაობაზე

 

ქ-ნ თამარ გაბუნიასთან პირველადი კონსულტაციის საფუძვეზე გთხოვთ თქვენს თანხმობას შემდეგ პროცედურაზე:

-გამოდმინარე იმ ფაქტიდან, რომ აპლიკანტებს შორის არის სსმ-ის წევრი-ორგანიზაციები , ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არ მოხდეს განაცხადების ცირკულირება მთელს სსმ-ში;

- მოხდეს განაცხადების ცირკულირება მხოლოდ შესაბამის წევრებთან და მხარეებთან, ვისაც არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეთხოვება გლობალური ფონდის დაფინანსებასთან გადაფარვის არარსებობის დადასტურება. თავად თამარ გაბუნია ასევე მოახდენს განაცხადების შესწავლას. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე მოხდება ადრესატთან მოთხოვნილ საკითხების გარშემო უკუგება.

 

პატივისცემით,

ირინა