From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko
Subject : FW: Lead Content in Food
Received On : 04.01.2018 17:24

ბატონო დავით,

 

თქვენი დავალები თანახმად ვიმუშავეთ ცენტრში და მომზადდა ასეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება შეხვედრისას განვიხილოთ უფრო დეტალურად თუ საჭიროდ ჩათვლით:

 

 

სურსათში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკებისა და საფრთხის შემცველი პროდუქტის განმარტება

 

სასურსათო ნედლეულსა და საკვებ პროდუქტებში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობის ზღვრულ ნორმებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ ბრძანება სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ (შემდგომში „ბრძანება“)  და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბერის №567 დადგენილება სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე (შემდგომში „ტექნიკური რეგლამენტი“). აღნიშნულ ნორმატიული აქტებში დადგენილი ნორმების შედარება მოხდა საერთაშორისო დოკუმენტებთან და დადგინდა, რომ სურსათში, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობის ზღვრული დონეები თანხვედრაშია სხვადასხვა საერთაშორისო აქტებთან, ისე როგორც ამას მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი. კერძოდ, სურსათში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობის ეროვნული ნორმები შეესაბამება ევროდირექტივას - 1881/2006 of 19 December 2006 setting maximum levels for certain contaminants in foodstuffs, კოდექს ალიმენტარიუსის საერთაშორისო კვების სტანდარტებს - GENERAL STANDARD FOR CONTAMINANTS AND TOXINS IN FOOD AND FEED (CODEX STAN 193-1995) და Food and Drug Administration -ის სურსათის კოდექსს (Food Code).

 

1881/2006 EC დირექტივა ადგენს ზღვრულ ნორმებს, რომელიც ეყრდნობა სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და წარმოების პრაქტიკას და მხედველობაში იღებს სურსათის მოხმარების რისკებს. დირექტივა განსაზღვრავს, რომ ამ ნორმებზე გადაჭარბების შემთხვევაში, პროდუქცია არ უნდა იყოს განთავსებული ბაზარზე.

 

საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად არ უთითებს, რომ დადგენილ ნორმაზე გადაჭარბება წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხეს. თუმცა სურსათში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების მაქსიმალურად დასაშვები სიდიდეების განსაზღვრის მიზანი სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და სურსათთან დაკავშირებულ ქიმიურ რისკებთან მიმართებაში  ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა (ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 1.1). ქვეყნის მიერ ადამიანის ჯანმრთელობისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები (მათ შორის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები და მაქსიმალურად დასაშვები ზღვრები და ა.შ), წარმოადგენს მაქსიმალურ სიდიდეს, რომლის დროსაც ნივთიერება არ ახდენს პირდაპირ ან არაპირდაპირ მოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (ორგანიზმზე მთელი ცხოვრების მანძილზე მოქმედებისას) და არ აუარესებს ჰიგიენურ პირობებს. შესაბამისად მათზე გადაჭარბება ზრდის სურსათთან დაკავშირებულ ქიმიურ რისკებს და ითვლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნად.

 

სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა იწვევს ბიზნესოპერატორის ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43-ე მუხლი). აგრეთვე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-181 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად სადაც მითითებულია, რომ (იხილეთ ციტატა ):

2. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. თუ ასეთი სურსათი/ცხოველის საკვები მიწოდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის, ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს ეფექტიანად, მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან ამოღების მიზეზების შესახებ. თუ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ბიზნესოპერატორმა უნდა გამოითხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი/ცხოველის საკვები.

 

3. თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები მავნეა, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მითითების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად, ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოსათხოვად.

 

სურსათი კი მავნედ მიიჩნევა, თუ:

ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება. (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი).

 

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დასჯადია ბიზნესოპარატორის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე. აგრეთვე ისეთი შეუსაბამობის არსებობა, რომლის დროსაც აღმოჩენილია ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები). სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიხედვით საფრთხე განმარტებულია, როგორც სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს (კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ3“ ქვეპუნქტი) და რისკი განმარტებულია, როგორც საფრთხიდან გამომდინარე, ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე მავნე ზემოქმედების გამოვლენის ალბათობა და სიმძიმე (კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტი);

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესოპერატორზე განსახორციელებელი კონტროლი, რომელიც გაწერილი იყო საქართველოს სანიტარიული დაცვის კოდექსში (რომელიც დღეს აღარ მოქმედებს, ძალადაკარგულია), დღევანდელ რედაქციასთან შედარებით უფრო ნათლად ითვალისწინებდა ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობას, სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განუხორციელებაზე. პოტენციურად საშიში პროდუქცია კი განიმარტებოდა, როგორც ფიზიკური, ქიმიური ან/და ბიოლოგიური ფაქტორების შემცველი პროდუქცია ან/და ტვირთი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს მავნე ზეგავლენა ადამიანის, მომავალი თაობების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის უსაფრთხო გამოყენებას უზრუნველყოფს იმ ფაქტორების ჰიგიენური ნორმირება და სანიტარიული ნორმების დაცვა, რომლებსაც ის შეიცავს (საქართველოს სანიტარიული კოდექსის მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი).

 

არცერთი ჩვენს მიერ მოძიებული, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ აწესებს დადგენილი ზღვრის გადაჭარბების გრადაციას. დადგენილ ზღვრებზე გადაჭარბების დიფერენციაციას ვხვდებით USA New York State Department of Agriculture and Markets Food Inspectors დოკუმენტში, რომელიც ზღვრული დონის გადაჭარბების შემთხვევაში პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის პროცედურას ეხება. კერძოდ, დიფერენცირებულია სამი კლასი. პირველი კლასი, რომელიც მოიცავს სანელებლებში ტყვიის შემცველობის დონეს  (ABOVE 25 PPM), განიმარტება როგორც მდგომარეობა, როცა არსებობს ალბათობა იმისა, რომ მავნე პროდუქტის გამოყენებას ან ექსპოზიციას აქვს საზიანო ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ან იწვევს სიკვდილს. მე-2 კლასი, რომელსაც მიეკუთვნება ტყვიის შემცველობა სანელებლებში (BELOW 25 PPM BUT GREATER THAN 1PPM), განიმარტება, როგორც მდგომარეობა, როცა არსებობს ალბათობა იმისა, რომ მავნე პროდუქტის გამოყენებას ან ექსპოზიციას აქვს დროებითი საზიანო ზემოქმედება ან მდგომარეობა ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას ან არ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა რომ სერიოზული ზიანი მიადგება ადამიანის ჯანმრთელობას. და მესამე კლასი განიმარტება, როგორც მდგომარეობა, როცა მავნე პორდუქტის გამოყენება ან ექსპოზიცია არ იწვევს ადამიანისთვის საზიანო შედეგებს.

 

 

რეკომენდაცია: კანონმდებლობაში არსებული გარკვეული ბუნდოვნების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შესაძლოა პრაქტიკაში გარკვეული სახის პრობლემები შექმნას უმჯობესი იქნება ნორმატიულ აქტში ცალსახა ჩანაწერის გაკეთება, რომ დადგენილი ნორმის გადაჭარბება ქმნის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისთვის საფრთხეს.

 

წინამდებარე შეხედულება ეყრდნობა ბოლო ორი დღის განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ მოძიებული ლიტერატურასა და გარე ექსპერტებთან კონსულტაციას. საკითხი საჭიროებს ფუნდამენტურ განხილვას და ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს სხვადასხვა უწყებებთან სამუშაო ჯგუფში თანამშრომლობისთვის.

 

 

 

 

 

 

---------- Forwarded message ----------
From: Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>
Date: 2018-01-03 14:12 GMT+04:00
Subject: Re: Lead Content in Food
To: David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

დიახ ასეთი დავალება მივეცი ჩვენებს ბატონო დავით

 

კარგად ნახავენ ყველა ამ წყაროს და სხვას კიდევ, ასევე იურიდიულად გაივლიან ჩვენს ეროვნულ ნორმებს. მოგეხსენებათ ასეთები დადგენილი იყო 2001-ში როგორც მახსოვს, შემდეგ 2014-105-ში არის რეგლამენტებით გადამტკიცებული და სულ ბოლო

თუ არ ვცდები შესაფუთ მასალებშიც დაადგინეს. ნახავენ თუ როგორი ინტერპრეტაცია აქვთ ამ ნორმებს საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაში.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

2018-01-03 13:41 GMT+04:00 David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>:

მადლობა ბატონო ამირან

 

მე ვფიქრობ, ტოქსიკოლოგები ამ შემთხვევაში ისევ "ძველ გზაზე" წაგვიყვანენ.

 

 ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ წინადადება-

 

"საკვებ პროდუქტებში სწორედ იმიტომ არის განსაზღვრული მაქსიმალურად დასაშვები ნორმები, რომ ამ (ნორმებზე) მეტი, სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის " მოვნახოთ კომპეტენტური (FDA, WHO, EU Comission, ect) წყარო-რეფერენსი

 

 

და ალბათ აზრი არ აქვს იმაზე მსჯელობებს, ყვითელ ყვავილში/უცხო სუნელში  7 ჯერ მეტი უნდა იყოს თუ წიწაკაში 3 ჯერ. ასე ისევ იმ წრეზე წავა საქმე, რაც აქამდე.

 

პატივისცემით

დათო 

 

From: Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>
Date: Wednesday, January 3, 2018 1:35 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>, amiran gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>
Subject: Re: Lead Content in Food

 

მოგესალმებით ბატონო დავით და  კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ 2018 წელს.

 

დიახ დაახლოებით საქმის კურსში ვარ ამ პრობლემის. ვეცდებით დეტალურად გავერკვიოთ, ჩამოვყალიბდეთ და მოგახსენებთ

მიუხედავად იმისა როგორც ბრძანებთ 2006 წლიდან  ეს პრობლემა გამოვიდა ჯანდაცვის კომპეტენციიდან და სამწუხაროდ ადამიანური რესურსის სერიოზული დეფიციტია ამ მიმართებით როგორც ჩვენთან, ისე მთლიანად ქვეყანაში მაინც რაღაცა რომ "მწვავდება" ისევ ჯანდაცვას მიმართავენ და სასურველია გავაძლიეროთ ამ მხრივ მუშაობა.

 

2018-ში ჩვენი კომეტენციის ფარგლებში ტყვიაზე გარკვეულ აქტივობებს ვაპირებთ. მინდა რომ საქმის კურში იყოთ და რაღაცა დროს იქნებ უფრო დეტალურად გავიაროთ:

1. დეკებმერში დავიწყეთ ისევ იაშვილის ბაზაზე იმ ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის გადამოწმება, რომლებიც ჩართული იყვნენ 2015-ის კვლევაში და ჰქონდათ მომატებული რაოდენობა (80-მდეა ასეთი და ვნახოთ რამდენი მოვა, აქტიურად იწვევენ კვლევაზე, უკვე 20-მდე იქნა გამოკვლეული). გარდა ადგილზე კვლევისა მათი სისხლი გაიგზავნება ატლანტაში (CDC) უფრო მაღალტექნოლოგიური მეთოდით კვლევისთის. ვისაც ექნება მომატებული რაოდენობა მათი გარემოს სინჯებიც იქნება გამოკვლეული (ჰაერი, კედლების ჩამონაფხეკი და ..) , რასაც გააკეთებენ გარემოს სააგენტო და სურსათის უვნებლობის სააგენტო;

 

2. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის CDC თან და ალბათ მომავალი კვირის დასაწყისში გვექნება პასუხი დაახლოებით რა რაოდენობის ტესტ-სისტემების მოწოდება შეეძლებათ და რა პირობებით (ჰუმანიტარულად თუ ანაზღაურებით), რომ გარკვეული კატეგორიების ბავშვეში (კრიტერიუმებზე ვმუშაობთ) დავიწყოთ სკრინინგი.

 

3. ასევე CDC-თან ვმუშაობთ, რომ ტყვია დაემატოს იმ სენტინელურ კვლევებს, რომლითაც ვსწავლობთ ბავშვებისა და ორსულების ნუტრიციოლოგიურ სტატუსს.

 

4. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ტყვიის კომპონენტი ჩაჯდება 2018-ში UNICEF-ის მიერ დაფინანსებულ .. მიქს კვლევაში (მულტიინდიკატორული კვლევა ბავშვებში), რომელიც მოგვცემს სრულ სურათს თუ რა მაშტაბის პრობლემასთან გვქვს საქმე ქვეყანაში ტყვიის ქრონიკული ინტოქსიკაციის თვალსაზრისით.

 

5 ამ ყველაფრის პარალელურად გაგრძელდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიები.

 

წინა კვირაში ყველა ამ  პრობლემასთან დაკავშირებით მქონდა შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებულ ექსპერტებთან (ტოქსიკოლოგები, გარემოს ჰიგიენის სპეციალისტები და სხვა) მაგრამ ვფიქრობ  სასურველია დაიგეგმოს თქვენთან შეხვედრის, რათა უფრო მაღალ რეგისტრში წარმოჩინდეს პრობლემა და დაისახოს სამოქმედო გეგმა.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

 

 

2018-01-03 11:32 GMT+04:00 David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>:

 

  სალამი ბატონო ამირან

 

 კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულებს!

 

 ასეთი საკითხია- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმეჯერ მოგვმართა თხოვნით, დავხმარებოდით შემდეგ მიმართულებაზე-

 

 ხშირად ხდება, რომ 

სურსათის უვნებლობის სამსახური" იღებს გარკვეულ კვების პროდუქტებზე სინჯებს, აგზავნის სამხარაულის ბიუროში, სადაც ადასტურებენ, რომ ამათუიმ 

ნივთიერების (მაგალითად ტყვიის)  შემცველობა ნორმას აღემატება.

 

 ამის შემდეგ საქმე გადაეცემა საგამოძიებო სამსახურს, რომელიც მთლიან პარტიას იღებს ქსელიდან და იწყებს გამოძიებას.

 

 გამოძიების პროცესში (სურსათის უვნებლობის სამსახური) იწვევს ექპერტ-ტოქსიკოლოგებს და ამის შემდეგ იწყება დაუსრულებელი პროცესი-

ზოგი ექსპერტი იძახის, რომ ამ შემთხვევაში (მაგალითად სუნელების) ტყვიის დონე 5 ჯერ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ნორმას, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას,

ზოგიერთი ამბობს, რომ არა 7 ჯერ, არამედ 5 ჯერ, ზოგი მეტს და ზოგიც ნაკლებს.

 

 შედეგად სასამართლო პროცესები დროში იწელება, მეწარმეები ჩივიან ჩაგვრაზე და არის ერთი გაუგებრობა.

 

 

 ამას წინანდელ გაერთიანებულ შეხვედრაზე მე შევეცადე დამეფიქსირებინა პოზიცია, რომ

 

   წორედ იმიტომ არის განსაზღვრული ამათუიმ პროდუქტში მაქსიმალური დასაშვები ზღვრები, რომ მასზე მეტი უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და 

არანაირი (გაუთავებელი) მსჯელობები ექსპერტების მხრიდან არ არის საჭირო, შედეგი მაინც არ არის და ისევ გვთხოვენ ჩვენ დახმარებას.

 

  იმის მკაფიო გააზრებითაც კი, რომ ეს საკითხი (საკვებ პროდუქტში მძიმე მეტალების შემცველობა) მთლიანად "სურსათის უვნებლობის" თემაა, ხოლო ჩვენი კომპეტენციაა 

ამ ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმში შემცველობა, ფაქტია, რომ პროცესები ასე მიდის და საბოლოო ჯამში ეს ისევ ჩვენი პრობლემა ხდება.

 

 ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროკავშირში ეს ორი მიმართულება (ჯანდაცვა და სურსათის უვნებლობა) გაერთიანებულია და მას ცალკე ევროკომისარი 

(ლიტვის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ანდრიუკაიტისი) ყავს, იქნებ დაავალოთ თქვენს სპეციალისტებს, მოიძიონ ოფივიალური წყარო/რეფერენსი ან (ასეთის ვერ-მოძიების) შემთხვევაში

დაუკავშირდნენ ზემოთ ხსენებულ ევრო-კომისარიატს აღნიშნულ საკითხზე განმარტების თხოვნით.

 

 თუ საჭიროდ ჩათვლით, რამე დროს დავილაპარაკოთ ამ თემაზე, რადგან გამოსავალი (რომელიც მჯერა, რომ მოძებნადია) ჯერჯერობით არ ჩანს.

 

 წინასწარ გიხდით მადლობას

პატივისცემით

დათო