| From : | nino odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | FW: gushindeli |
| Cc : | tgamkrelidze@ssa.gov.ge; zsopromadze@ssa.gov.ge; Maia Tabagari |
| Received On : | 05.09.2017 11:14 |
მოგესალმებით,
გუშინდელ შეხვედრაზე განხილულ ქეისთან დაკავშირებით გწერთ. გავიარეთ ოჯახის მთელი მონაცემები სააგენტოს სტატისტიკასთან ერთად, ასევე გავიარეთ ქულის ამწევი და დამწევი ფაქტორები და მოდელირებაც გავაკეთეთ.
ოჯახის მოკლე ინფორმაციას გაწვდით: 4 ოჯახის წევრი აქედან 2 მეორე ჯგუფის შშმ (ვერ იმუშავებს). 2 შრომის უნარიანი. სახელმწიფოსგან იღებენ 400 ლარს (პენსია და სოცილაური პაკეტი).
2009 წელს ქონდათ მაღალი ქულა (122600) და არ იღებდნენ შემწეობას. 2010 და 2014 წელს სოციალური აგენტის სუბიექტურმა აზრმა იქონია გავლენა, როგორც კი მოვხსენით სუბიექტური აზრი მაღალი ქულები გამოუვიდათ და შესაბამისად თანხას ვერ მიიღებდნენ.
ამ ეტაპზე აგენტის სუბიექტურ აზრს გავლენა რომ ჰქონოდა ეხლაც გახდებოდნენ მინიმალური დახმარების მიმღები.
ეხლანდელი მდგომარეობით ძალიან მაღალი კომუნალური გადასახადები აქვთ - 1200 ლარამდე წელიწადში; (433 დენი და 500 ლარი გაზი), ესეც თბილისის მერიის სუბსიდირების პირობებში (600 ლარი სუბსიდიით გამოაკლდა).
მოდელირება სხვა და სხვა სახით გავაკეთეთ, რომ გვენახა რა შემთხვევაში გახდებოდა მიმღები, გთავაზობთ რამოდენიმე ვარიანტს როდესაც გახდებოდა მიმღები:
1) ოჯახი დამხარების მიმღები + კომუნალური გადასახადები 500 ლარი = 64470 ქულა - მინიმალური დამხარება 30 ლარი თითო წევრზე
2) ოჯახი დამხარების მიმღები + კომუნალური გადასახადები 200 ლარი = 40000 ქულა - მიიღებდა 50 ლარს თითო წევრზე
3) არ არის დახმარების მიმღები + კომუნალური გადასახადები 140 ლარი = დაახლოებით 63000 ქულა - მინიმალური დამხარება 30 ლარი თითო წევრზე
4) არ არის დახმარების მიმღები + ორივე შრომიუნარიან წევრს აქვს ქრონიკული დაავადება (თირკმლის, ჰეპატიტი, ეპილეპსია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ა.შ.) + კომუნალური 250 ლარი = 63000 ქულა
ასევე ჩემი თანამშრომელი ესაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობას, ოჯახს არასოდეს მიუმართავს დახმარებისთვის და მზად არიან მიმართვის შემთხვევაშიდახმარება გაუწიონ.
წავიდნენ ოჯახის მოსანახულებლად, გაარკვევენ სიატუაციას, ასევე ნახავენ სხვა რა სახის სერვისი თუ დახმარება შეიძლება შევთავაზოთ.
რაც შეეხება ჯგუფს, ამ კვირაში შევკრიბავთ სააგენტოს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს (PR-ის ჩათვლით).
პატივისცემით
ნუცი