From : Dimitry Kumsishvili <dkumsishvili@economy.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : FW: memo about health information system
Received On : 08.12.2017 14:10
Attachments :

სალამი დათო,

გიგზავნი ნიკას მოწერილ მეილს.

პატივისცემით

დიმა

 

From: Nikoloz Gamkrelidze (GHG) [mailto:ngamkrelidze@ghg.com.ge]
Sent: Friday, December 8, 2017 15:07
To: Dimitry Kumsishvili ; dkumsishvili@gmail.com
Subject: memo about health information system

 

დიმა გამარჯობა,

 

როგორც გუშინ შევთანხმდით გიგზავნი სად ვდგევართ დღეს სრული ელექტრონიზაციის კუთხით და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებს მიმაგრებულ ფაილში. მაპატიე გრძელი მეილისთვის მაგრამ მინდოდა მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მომეცა

 

აბსოლუტურად ყველა პროექტი / მოდული, რომელიც ქვევით არის წარმოდენილი, როგორც უკვე დასრულებულები, ასევე პროცესში მყოფი, არის თავის თავში სრულად ინტეგრირებული, დასავლური არქიტექტურით აწყობილი, ერთიანი პლატფორმის შემადგენელი ნაწილი და ყველა მოდული ყველა მოდულთან ინტეგრირებულია თავიდანვე, გაშვების თანავე. ანუ საუბარია ერთიანი პლატფორმურ სისტემაზე, როგორც Front End-ზე, ასევე Back End-ზე. და ეს ყველაფერი არის Web Based.  იგი დაიწერა ჩვენს (GHG-ის) მიერ,  სპეციალური დაკვეთით, სრულიად ადგილობრივად, მაგრამ დაფუძვენებულია დასავლეთში საუკეთესო, No. 1 HIS პლატფორმის სრულ მაგალითზე, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელს მსოფლიოში წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებულ და ყველაზე სრულფასოვან (Masterclass) HIS სისტემას. ჩვენს მიერ დაწერილი ერთიანი პლატფორმა (HIS-Health Information System) (დღეს რაც გვაქვს ის მოდულები)  უკვე მუშაობს სრულიად EVEX-ის ქსელში, ყველა კლინიკაში, გარდა ინგოროყვას კლინიკისა და იაშვილისა. 2018 წელს დაგეგმილია ამ ორივე კლინიკის გაშვებაც.

 

HIS-ის უკვე დასრულებული პროექტები / მოდულები:

 

Billing & Invoicing (აღრიცხვა, ანგარიშგების მოდული)

Billing & Invoicing სრულად გაეშვა 2016 წლის ნოემბერში და მუშაობს შეუფერხებლად. ეს მოდული მოიცავს პაციენტის მომსახურების სრულ ციკლს - რეგისტრატურაში შემოსვლიდან, საბოლოო გაწერამდე და ანგარიშსწორებამდე. სამედიცინო შემთხვევის (Medical Case)-ის სრულ ადმინისტრაციულ ნაწილს: დიაგნოზს (ICD-10), ჩარევებს (NCSP) / მომსახურებებს, ხარჯთაღრიცხვას ანუ დახარჯულ მასალებს დეტალურად, ტარიფებს, რაც სერვისებში გადავახდევინეთ და, ასევე პერსონალის ხელფასებს. თუმცა Billing & Invoicing არ მოიცავს პაციენტის სრულ ელეტრონულ ჩანაწერებს ანუ EMR-ს, რაც ამჟამად მიდინარე პროექტია (იხილე ქვევით).

 

ფორმა #100

ფორმა #100 სრულად გაეშვა 3 თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში, სრულიად EVEX-ის ქსელში. იგი წარმოადგენს ჩვენი HIS-ის ერთიანი პლატფორმის ინტეგრირებულ ნაწილს, ამიტომ მისი ველები დაკავშირებულია სისტემის სხვა მოდულებში შესაბამის ველებთან. ICD-10, NCSP, Service Codes, ICPC 2, Patient / Customer personal data, etc. ბუნებრივია არსებობს ჯერ ჯერობით რაღაც გამონაკლისები, თუმცა მაგ ექიმებს ვასწავლით და მათთან ვმუშაობთ რათა გამონაკლისებიც აღარ იყოს.

 

LIS (ლაბორატორიული კვლევების მოდული)  

LIS გავუშვით რამოდენიმე თვის წინ. ეს არის აბსოლუტურად ყველა ტიპის ლაბორატორიული კვლევების სამართავი მოდული. იგი სრულად დაინტეგრირებულია ჩვენს Billing & Invoicing-თან. და იგი ასევე სრულად მიერთებულია / დაინტეგრირებულია უკვე ლაბორატორიის აპარატურასთანაც. Billing-ის ადმინსიტრაციული მოდულიდან მოთხოვნილი ყველა ლაბორატორიული კვლევლა ავტომატურად მიწოდება LIS-ს. ხოლო უკვე იქ დასრულებული ყველა კვლევის შედეგი ასევე ავტომატურად მიეწოდება უკან Billing-ის ადმინსიტრაციულ მოდულს და ასევე პაციენტსაც e-Mail-ზე. როგორც სხვა მოდულები, LIS-ოც წარმოადგენს ჩვენი ერთიანი ინტეგრირებული HIS პლატფორმის განუყოფელ ნაწილს და ინტეგრირებული მის ყველა მოდულთან.

 

ePrescription (ელექტრონული დანიშნულებები და ელექტრონული რეცეფტი)

ePrescription თბილისის ამბულატორიებში გაშვებულია სრულად და მუშაობს უკვე 2 თვეა. ამჟამად მიმდინარეობს თბილისის ჰოსპიტლებში გაშვება. 1,000 ექიმის ტრეინინგი თბილისის მასშტაბით დასრულდება 2018 წლის იანვრის ბოლოს და 1 თებერვლიდან სრულიად თბილისი (როგორც ამბულატორიები, ისევე ჰოსპიტლები) იმუშავებენ ePrescription-ით. თებერვლიდან ვიწყებთ რეგიონების ამბულატორიებს და რეგიონების ჰოსპიტლებს. რაზეც დაგვჭირდება კიდევ 2-3 თვე(რეგიონებში კომპიუტერული უნარების ნაკლოვანების გამო) და მაისიდან სრულიად საქართველოს მასშტაბით, მთლიანად EVEX-ის ქსელის ყველა ექიმი იმუშავებს ePrescription-ით და დანიშნულებებს და წამლის რეცეფტებს პაციენტებს გამოუწერენ მხოლოდ ელექტრონულად და აღარ გამოწერენ ხელით / ქაღალდზე. ჩვენი ePrescription სრულად ინტეგრირებულია რეცეფტების სახელმწიფოს პორტალთან (MOH Portal) და ასევე სრულად ინტეგრირებულია ჩვენი ქსელის ყველა აფთიაქთან, ანუ GPC-ის და Pharmadepot-ს ყველა აფთიაქთან. რაც საშუალებას იძლევა, რომ პაციენტი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მივიდეს ჩვენი  ქსელის ნებისმიერ აფთიაქში და მოითხოვოს ექიმის მიერ უკვე გამოწერილი რეცეფტით ნებისმიერი პრეპარატი, როგორც სავალდებულო რეცეფტს დაქვემდებარებული, ასევე დანარჩენიც. ePrescription web based სისტემაა, ინტეგრირებული ჩვენს ერთიან სამედიცინო პლატფორმასთან (EVEX HIS).

 

eBooking (ექიმთან ვიზიტის ელექტრონული ჩაწერები)

ნოემბერში უკვე დავასრულეთ ექლქტრონული ჩაწერების სისტემა (eBooking). ესეც სრულიად EVEX-ის მასშტაბით და ესეც სრულად ინტეგრირებული ჩვენს HIS ერთიან პლატფორმასთან. ეს იქნება საფუძველი customer application-ში მომხმარებელმა თავისით რომ შეძლოს ექიმის არჩევა და ჩაწერა

 

 

HIS-ის მიმდინარე პროექტები / მოდულები:

 

Ordering

საქართველოში ჯერ ჯერობით Ordering სისტემა არ აქვს არავის და EVEX მალე (2018 წლის 1 თებერვლიდან) გახდება პირველი ჯანდაცვის დაწესებულება საქართველოში ვისაც ექნება ეს სისტემა. ამიტომ მოკლედ მოგწერ რა არის Ordering. ეს არის მთავარი ელექტრონული საოპერაციო სივრცე, სადაც მუშაობს ყველა ექიმი და ყველა ექთანი. Ordering წარმართავს სრულ სამედიცინო მომსახურებას და სამედიცინო პროცესებს კლინიკაში. ნებისმიერი დიაგნოზი თუ დანიშნულება თუ ჩარევა, რასაც ექიმი „დაწერს“ ან მოითხოვს პაციენტისგან ან კლინიკის შიდა პერსონალისგან, იქნება გენერირებული / წარმოშობილი / „გამოწერილი“ ამ სისტემაში. ყველაფერი რასაც მოიმოქმედებს ექიმი, დაფიქსირდება ამ სისტემაში. ყველაფერი რასაც მოითხოვს ექიმი საოპერაციოსგან (ნებისმიერი მედიკამენტი, ან სახარჯი მასალა), იქნება მოთხოვნილი და შემდგომ მოწოდებული ამ სისტემით. ნებისმიერი პროცედურა, რასაც დაუნიშნავს ექიმი (მაგალითად რადიოლოგიაში), იქნება წარმოებული ამ სისტემით.  ერთი სიტყვით სრული სამედიცინო და საოპერაციო ციკლი შეიკვრება ამ ასისტემაში, მათ შორის ePrescription-იც გახდება ამ სისტემის ნაწილი. ფაქტიურად 3,000 ექიმი და 3,000 ექთანი გადაგვყავს სრულად ელექტრონულ (ქაღალდების გარეშე) მუშაობაზე. აქვე მოხდება პაციენტების სასიცოცხლო კლინიკური პარამეტრების როგორც გაზომვა ასევემ აღრიცხვა / დაფიქსირება და შემდგომი გააანალიზება. დასავლეთის განვითარებულ დაწესებულებაში პაციენტების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების, ანუ EMR-ის, უდიდესი ნაწილი გენერირდება ავტომატურად, ექიმების და მედდების მიერ Ordering-ში მუშაობის შედეგად. მარტივად რომ ვთაქვათ Ordering მართავს სრულიად სამედიცინო პროცესებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნეს პროცესებს, ხოლო EMR-ში (ელექტრონულ სამედიცინო ისტორიაში) უბრალოდ აისახება მხოლოდ უშუალოდ პაციენტთან დაკავშირებული საბოლოო შედეგები, საბოლოო სამედიცინო ჩანაწერები. ასევე, Ordering-ის გაშვებისთანავე, ჩვენი ერთიანი HIS პლატფორმის Billing & Invoicing-ის მოდულიც უკვე Ordering-იდან აიღებს შემდგომი განფასებისთვის და ანგარიშგების გამოსაწერად საჭირო ყველა შემავალ მონაცემს, ავტომატურად, ადამიანური და ადმინსიტრაციული ჩარევის გარეშე. ანუ, თუ ექიმები და ექთნები მუშაობენ Ordering-ში და არა ქაღალდებზე, e-Mail-ებით და ან ზეპირსიტყვიერად, მაშინ EMR-ის და Billing & Invoicing-ის უდიდესი ნაწილიც გენერირდება ავტომატურად, Ordering-იდან, შუალედური ადამიანური / ხელით ჩარევის გარეშე, რაც გვაძლევს 2 უმნიშვნელოვანეს შედეგს:

 

Ø  სახელმწიფოს ან კონტრაგენტის მიერ კლინიკის შემოწმებისას პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (EMR-ის) გადადარება ამავე კლინიკის მიერ იმავე Case-ებზე წარმოდგენილ Invoice-ებზე აღარ ხდება ხელით ქაღალდზე და რევიზია / შემოწმება შესაძლებელია დისტანციურადაც; Ordering-ის გარეშე ეს უბრალოდ შეუძლებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში Billing & Administrative Unit ხელით ცალკე დამოუკედებელი პროცესის შედეგად შეავსებს Invoice-ს და წარუდგენს სახელმწიფოს / კონტრაგენტს, ხოლო ექიმები ცალკე დამოუკიდებელი პროცესის შედეგად შეავსებენ EMR-ში (ოღონდ ისევ ხელით და არა ავტომატურად) პაციენტის სამედიცინო მონაცემებს. ამ უკანასკნელის გადადარება Invoice-ში წარმოდგენილ საბაზისო ინფორმაციასთან შემდგომ უნდა მოხდეს ხელით;

Ø  თვითონ კლინიკის / კომპანიის მხარეს ხდება უდიდესი ადამიანური რესურსის და დროის გამოთავისუფლება და შესაბამისად ხარჯების შემცირება, ხდება საოპერაციოს მიერ მომარაგებაში დაშვებული შეცდომების გამორიცხვა, ხდება კლინიკური რისკების მინიმიზაცია, ვინაიდან აბსოლუტურად ყველა ჩანაწერი ლოგირდება და ზედ ეწერება ავტორი, აბსოლუტურად ყველა ჩანაწერს ხედავს ყველა ექიმი და მედდა (შესაბამისი უფლებებით, რა თქმა უნდა), რეალურ დროში და მაქსიმალურად გამორიცხულია მოანცემთა დამუშავების დროს და სერვისების წარმოების და განფასებების და გადაანგარიშებების დროს ადამიანური ფაქტორი; ანუ კლინიკის / კომპანიის ეფექტურობა იზრდება საგრძნობლად.

 

დანერგვის დასრულების / გაშვების (Go Live) ვადად გვაქვს აღებული May 2018 მთელი ქვეყნის მაშტაბით, მხოლოდ თბილისი მარტი-აპრილი ისევ და ისევ კომპიუტერული უნარების გათვალისწინებით ექიმებსა და ექთნებში.

 

EMR Ambulatory (პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები Electronic medical records)

გაჩნდება კითხვა შესაძლებელია თუ არა მარტივი, „პრიმიტიული“ EMR-ის გაკეთება და დანერგვა Ordering-ის გარეშე? რომელსაც უბრალოდ შეავსებენ ექიმები ხელით ... დიახ, შესაძლებელია და ეს საქართველოში უკვე რამოდენიმე კლინიკას აქვს გაკეთებული. თუმცა ამ შემთხვევაში არ მიიღწევა ზევით Ordering-ში 2 პუნქტად აღწერილი 2 უმნიშვნელოვანესი შედეგი. და, ასევე, კლინიკის / კომპანიის მხარეს პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები არცერთ კლინიკურ პროცესთან ელექტრონულად დაკავშირებული არ იქნება. ამ შემთხვევაში EMR ემსგავსება Word-ში უბრალოდ ხელით აკრეფილ დოკუმენტს, რომელსაც ცალკე თუ ამობეჭდავთ, ქაღალდზე, როგორც დამოუკიდებელ დოკუმენტს და ვინმეს მიაწოდებთ / გაატანთ. თორემ სხვა უფრო აზრიანი, ანალიტიკური, პრვენციული, ეფექტურობის გამზრდელი, კლინიკური რისკების სამართავი და, რაც მთავარია სამედიცინო პროტოკოლების შემქმნელი და მათი დამნერგავი ფუნქცია უბრალოდ ეკარგება. ამიტომ, ჩვენ „ვაშენებთ“ EMR-ს მხოლოდ და მხოლოდ Ordering-ზე დაყრდნობით. ეს უკანასკნელი სრულდება (როგორც ტექნოლოგია) 2018 წლის თებერვალში. მას მოჰყვება ამბულატორიული EMR, რომელიც დასრულედბა მაისის დასაწყისში. ორივე შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ტექნოლოგიურ მხარეზე, რის შემდეგაც დავიწყებთ პერსონალის ტრეინინგებს და დანერგვას სრულიად EVEX-ის ქსელის მასშტაბით.

 

დანერგვის დასრულების / გაშვების (Go Live) ვადად გვაქვს აღებული June 2018. (მთელი ქვეყნის მაშტაბით)

 

EMR Hospital (პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები Electronic medical records)

ამბულატორიული EMR-ის დასრულების თანავე (მაისში) ვიწყებთ ჰოსპიტალური EMR-ის „წერას“ / შექმნას და 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დავასრულებთ ტექნოლოგიურ (Production) მხარეს. ამის შემდეგ ვიწყებთ პერსონალის ტრეინინგებს და დანერგვას.

 

დანერგვის დასრულების / გაშვების (Go Live) ვადად გვაქვს აღებული October 2018. (მთელი ქვეყნის მაშტაბით, მხოლოდ თბილისი სექტემბრის ბოლოს ოქტომბერში გაეშვება)

 

 

 

მიმდინარე CRM პროექტი:

 

Customer Application

 

გარდა ამისა ვაკეთებთ  Customer Application-ს, მომხმარებლებისთვის მოხერხებულობის მიღწევის მიზნით. ეს სამუშაო დასრულდება ეხლა 2018 წლის მარტ აპრილში. ფუნქციონალი უკვე განსაზღვრულია ჩვენს მიერ და იგი როგორც მინიმუმ მოიცავს:

 

Ø  eBooking-ს (ოღონდ უკვე Front End-ს, ანუ პაციენტის მხარეს),

Ø  Payment-ის ფუნქციას, რაც თავის თავში გულისხმობს როგორც ექიმთან ვიზიტის საფასურის წინასწარ გადახდის საშუალებას, ასევე ნებისმიერ ჩვენს კლინიკაში ნებისმიერი სხვა სამედიცინო ჩარევის თუ მომსახურებს Post Factum გადახდას ანუ დავალიანების online დაფარვას წინასწარ დადგენილ ვადაში,

Ø  ePrescription-,

Ø  LIS-ის (ანუ ლაბორატორიული კვლევების შედეგებს),

Ø  ექიმის მიერ გამოწერილი ePrescription-ზე დაყრდნობით აფქთიაქების და მედიკამენტების ძებნას და დაჯავშნას,

Ø  წამლის მიღების კალენდარს და შეხსენებებს;

Ø  ექიმის, ან კლინიკის, ან აფქთიაქის ან სამივეს მარტივი 5-Star შეფასების საშუალებას.

 

 

როგორც მოგწერე ვადები მიმაგრებულ ფაილშია, მაქსიმალურად დავაჭირეთ, production ნაკლები პრობლემაა, ძირითადი გამოწვევა ექიმების და ექთნების დატრეინინგებაა

სორი კიდევ ერთხელ ამხელა მეილებს მე თვითონ ვერ ვიტან მაგრამ აიტი მძიმე თემაა და კიდევ უფრო მძიმე ხალხიJ თუ რამე კითხვები იქნა მზად ვართ

 

პატივისცემით,

 

ნიკა

 

 

 

 

 

Description: Description: ghg logo

 

Nikoloz Gamkrelidze

CEO

40 Vazha Pshavela Ave., Tbilisi 0177, Georgia

T +995 322 55 05 05 (ext.5077)

www.ghg.com.ge

ngamkrelidze@ghg.com.ge