სალამი, ბატონო დავით,
გილოცავთ დღევანდელ დღეს!
როგორც გუშინ დაგპირდით, შევადარეთ ერთმანეთს არქიმედეს და ალფას დაკონტრაქტებული პოლიკლინიკები. მათი საერთო სერვისპროვაიდერი აღმოჩნდა 7 პოლიკლინიკა ( გიგზავნით სიას). საერთო ჯამში გამოდის 24 პოლიკლინიკა, რომელიც 218 და 165-ე დადგენილების ფარგლებში თბილისს აწვდიდა სერვისს (სიით დავაზუსტეთ - თითო-თითო მოაკლდა 18 და 13 კონტრაქტორი ჰყავდათ).
პატივისცემით,
მარინა დარახველიძე
-----Original Message-----
From: Marina Darakhvelidze [mailto:mdarakhvelidze@moh.gov.ge]
Sent: 18 January, 2017 16:17
To: 'David Sergeenko'
Subject: RE:
ბატონო დავით,
თბილისში, ამჟამად, გეგმურ ამბულატორიაში ჩართულია 139 სერვისის მიმწოდებელი.
თბილისში 218-ე დადგენილების ( უმწეოები) მიმწოდებელი იყო სს ,,ალფა" 2009 წლიდან და აქ პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელი იყო 14 პოლიკლინიკა.
,,არქიმედე" თბილისში იყო 165-ე დადგენილების მიმწოდებელი 2012 წლის სექტემბრიდან და მასთან პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელი იყო 19 პოლიკლინიკა.
მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს პოლიკლინიკები (14 და 19) ერთი და იგივე იყო. მაია ხომერიკს ვთხოვე და მათ ჩამონათვალს დაადარებს, ზუსტად რომ ვიცოდეთ. ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით გადმოგიგზავნით.
პატივისცემით, მარინა დარახველიძე
-----Original Message-----
From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: 18 January, 2017 15:35
To: Marina Darakhvelidze
Cc: Nino Shubladze
Subject:
მარინა
ხომ არ გახსოვს 2012 წლამდე, როცა "არქიმედეს" ქონდა აღებული მთელი თბილისის 216 და 165 ე დაზღვევა და იძულებით ყავდა მიმაგრებული ბენეფიციარები რამდენიმე პჯდ დსწესებულებაზე, სულ რამდენი იყო (ნიტო 7 ნიტო 15 მახსოვს) და პანსიონერები ვარკეთილიდან ქავთარაძეზე რომ დადიოდნენ ოჯახის ექიმთან.
და პლიუს ახლა რამდენი პჯდ არის თბილისში?