პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
როგორც მოგეხსენებათ, გარდამავალ გეგმაზე გლობალური ფონდიდან მიღებული
კომენტარების განხილვის და მათზე უკუგების მიზნით გაიმართა პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრა.
დანართის სახით გაწვდით გლობალური ფონდის კომენტარებზე კომიტეტის უკუგების დოკუმენტს და შეხვედრის ოქმს.
გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი დამატებითი კომენტარი მოწოდებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8 ივნისის 15:00 საათისა.
აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტები შეთანხმებულად ჩაითვლება საბჭოსთან და კომიტეტთან და მიეწოდება გლობალურ ფონდს.
პატივისცემით,
ნათია ხონელიძე
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო
ადმინისტრაციული ასისტენტი