| From : | Gia Tvalavadze <gtvalavadze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | Fwd: ბალკი |
| Received On : | 13.12.2017 15:41 |
-----Original Message-----
From: "Tea Jikia"
To: gtvalavadze@moh.gov.ge
Date: Wed, 13 Dec 2017 19:29:58 +0400
Subject: ბალკი
დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტიდან მზა სამკურნალო საშუალების
მომზადების შესახებ
დაუფასოებელ ფარმაცევტულ პროდუქტად განიხილება პროდუქტი, რომელმაც გაიარა ტექნოლოგიური პროცესის ყველა სტადია, გარდა საბოლოო შეფუთვისა. ანუ მომზადებულია დოზირებული წამალი (მაგ.: ტაბლეტი, კაფსულა), რომელსაც ჯერ არა აქვს პირველადი და მეორეული შეფუთვა. პარენტერალური (საინექციო, საინფუზიო) წამლის ფორმების შემთხვევაში - არა აქვს გავლილი მეორეული შეფუთვის სტადია.
იმპორტირებული დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტი ადგილობრივ წარმოებაში გადის პირველად (საჭიროებისას, დაბლისტერდება, ან დაფასოვდება ფლაკონში) და მეორეულ შეფუთვას, რომელშიც თავსდება გამოყენების ინსტრუქციაც. პირველადი (საჭიროებისას) და მეორეული შესაფუთი მასალა წინასწარ არის მარკირებული სათანადო წესით. ამის შემდეგ პროდუქტს ენიჭება სერია, რომელიც გაივლის ლაბორატორიულ კონტროლს და შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატის საფუძველზე გაიშვება რეალიზაციაში.