From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : Fwd: ბელარუსის რესპუბლიკის მიერ მოწოდებული საგზაო რუკის პროექტის თაობაზე
Received On : 15.03.2018 07:01
Attachments :

ბატონო დავით

 

გიგზავნით ბელარუსის რესპუბლიკის მიერ მოწოდებულ საგზაო რუკის პროექტს, რომელიც მომზადდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 23 აპრილს ხელმოწერილი ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმების თანახმად.

 

დამატებით გაცნობებ, რომ მიმდინარე წლის 22-23 მარტს დაგეგმილია ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში, ხოლო 21-23 მარტს კი პრემიერ-მინისტრის მოადგილის ბატონი მიხაილ რუსის ვიზიტი.

 

ბელარუსის რესპუბლიკის სურვილია აღნიშნულ შეთანხმებას (საგზაო რუკას) ხელი მოეწეროს მიმდინარე წლის 22 მარტს.