| From : | Gia Tvalavadze <gtvalavadze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | Fwd: ინფორმაცია ინსტრუქციის შესახებ |
| Received On : | 29.01.2018 08:57 |
-----Original Message-----
From: "Naili Shengelidze"
To: gtvalavadze@moh.gov.ge
Date: Mon, 29 Jan 2018 12:38:48 +0400
Subject: ინფორმაცია ინსტრუქციის შესახებ
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
მომხმარებლისთვის ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის მიწოდების შესახებ
მომხმარებლისთვის ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის მიწოდების საკითხი დარეგულირებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №166 დადგენილებით („ ტექნიკური რეგლამენტის - ავტორიზებულ აფთიაქსა და აფთიაქში (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში) ორიგინალური შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შესაბამისი ოდენობით, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“). კერძოდ, დადგენილების N 1 დანართის მეორე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მიხედვით:
„7. მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორიზებულმა აფთიაქმა/აფთიაქმა (სპეციალიზებულმა სავაჭრო ობიექტმა) უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ქართულენოვანი ვერსიის მიწოდება.
8. ავტორიზებულმა აფთიაქმა/აფთიაქმა (სპეციალიზებულმა სავაჭრო ობიექტმა) თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, ქართულენოვანი ინსტრუქციის პაციენტზე გაცემის შესაძლებლობის შესახებ“.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის ქართულენოვანი ვერსიები, ერთეული გამონაკლისების გარდა, ხუთიდან ათ გვერდამდეა.
პატივისცემით,ნაილი შენგელიძე