From : Gia Tvalavadze <gtvalavadze@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : Fwd: პრაის-ლისტები
Received On : 03.01.2018 12:08

         ბატონო  დავით,   კიდევ  ერთხელ,  ყველაზე   საუკეთესო  სურვილებით   გილოცავთ   ახალ   2018 წელს .  ბედნიერი,  წარმატებული   და  გახარებული  წელი   თქვენს  ოჯახს,  ყველა  თქვენს  ახლობელს  და გულშემატკივარს.
         მართალია,  თქვენი  ნებართვით,  შვებულებაში  გახლავართ,  მაგრამ  მაინც  ვცდილობ  არ  მოვწყდე   საქმეს  და  დავალებებს   და  თემურ  პირველაშვილის  მიერ  გადმოცემული   ინფორმაციის   საფუძველზე  გაახლებთ  ფარმაცევტების  მიერ  მომზადებულ   მცირე  ინფორმაციას.  შეიძლება  გამოდგეს  ე.წ. სამუშაო  ჯგუფების  შექმნისას. 
      უღრმესი  პატივისცემით,   გია  თვალავაძე
-----Original Message-----
From: "Tea Jikia"
To: "Gia Tvalavadze"
Date: Wed, 03 Jan 2018 15:39:48 +0400
Subject: პრაის-ლისტები


 ბატონო გია,

 
ნებართვების სამმართველო დაუკავშირდა ქსელურ აფთიაქებს და სთხოვა პრაის-ლისტების გადმოგზავნა,
სახალხო აფთიაქმა უკვე გამოგვიგზავნა,
ავერსი აგზავნის (ჩიგოგიძე შვებულებაშია და დაავალა პასუხისმგებელ პირს);
რაც შეეხება პეესპეს და გეფას - მათ განაცხადეს, რომ პრაის-ლისტები კონფიდენციალურია და ფასების მოწოდება შეუძლიათ მხოლოდ იმ მედიკამენტებზე, რომლებიც დაგვაინტერესებს.
ვინაიდან პეესპეს და გეფას გააჩნიათ საძიებო სისტემა, შეგვიძლია ინდივიდუალურ დასახელებაზე ჩვენ თვითონ მოვიპოვოთ ინფორმაცია ინტერნეტში, თუ მათ ქსელში მედიკამენტი ასრებობს.
 
პატივისცემით,
 
თეა