From : Gia Tvalavadze <gtvalavadze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : Fwd: ფასნამატის დათვლა
Received On : 10.01.2018 18:32

     ბატონო  დავით,   დღეს  მთელი  დღის  განმავლობაში   მიმდინარეობდა  წამლის  ფასების  შესახებ  მოპოვებულ  ინფორმაციაზე    მუშაობა,  მაგრამ    მონაცემების  დამუშავებასთან   დაკავშირებით     თქვენთან  შეთანხმებით (დავალებით)   გადაწყვეტილი  ე.წ.  ორმაგი   კონტროლისას /გადამოწმებისას (სააგენტოს   საფინანსო  სამსახურიც  ჩავრთეთ)   გაჩნდა  გარკვეული  კითხვები    და   ვფიქრობ,   აუცილებლობა   რომ   დამატებით,   კიდევ   ერთხელ   მოხდეს   დამუშავება   და   ფორმატის   დაზუსტება.  შესაბამისად,  ძალიან  დიდ  ბოდიშს  ვიხდი,   მაგრამ   თავს  უფლება  მივეცი   და  არ   გადმოვაგზავნინე   და  შესაბამისად,    არ     წარმოვადგინე  დღის  ბოლოსათვის  არსებული   მონაცემები.    ხვალ,   ჩვენი   გათვლით   დღის  ბოლომდე,    სრულად   უნდა  მოესწროს   დამუშავება  და  რა  თქმა  უნდა  დაუყოვნებლივ   გაახლებთ.      წარმოდგენილ   ინფორმაციას,  აუცილებლად   ექნება   დაფიქსირებული  მონაცემების   შესახებ  შესაბამისი   განმარტებები.         უღრმესი  პატივისცემით,  გია  თვალავაძე
 

-----Original Message-----
From: "Tea Jikia"
To: "Gia Tvalavadze"
Date: Wed, 10 Jan 2018 22:07:26 +0400
Subject: ფასნამატის დათვლა


 ბატონო გია,

საცალო ფასები სამივე ქსელზე (ავერსი, პსპ-ონლაინ აფთიაქი და სახალხო) 134 ნივთიერებისთვის (მზა პროდუქტი 1370, მაგრამ სხვადასხვა ქსელს სხვადასხვა პროდუქტები აქვთ და 3-4 ჯერ შემცირდება თითოეული ქსელისთვის)  შეყვანილია ბაზაში, ასევე შეყვანილია  იმპორტის ფასები ამ პროდუქტებისათვის შემდეგი პრინციპით: დაფიქსირებული ბოლო იმპორტის ფასი - ნებისმიერი იმპორტიორის შემთხვევაში, ასევე ავერსის, პსპ-ს, გეფას და სახალხო აფთიაქის ბოლო იმპორტის ოპერაციის ფასები, ვინაიდან, თუ ბოლო იმპორტიორი სმარტფარმი იყო, რომელმაც პროდუქტი ძალიან იაფად შემოიტანა, მაგრამ იმპორტი მანამდე ასევე ავერსმა ან პსპ-მ განახორციელა - ფასნამატი , რომ მხოლოდ სმარტფარმის მიხედვით გავაკეთოთ, ეს კომპანიები დავას დაიწყებენ, რომ მათ უფრო ძვირად აქვთ ნაყიდი და ფასნამატი ნაკლები აქვთ.  

ჩვენ დავიწყეთ იმპორტის ფასების ლარში გადაყვანა და ფასნამატის დაანგარიშება კალკულატორით, ვინაიდან ექსელში ერთ გრაფაში იყო სხვადასხვა მონაცემები, რაც ფორმულით დაანგარიშებას გამორიცხავდა, კახა (ბუღალტერი) იყო ჩამოსული და პრინციპში კალკულაციები სწორი იყო , მაგრამ ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, ამიტომ შემოგვთავაზა ექსელის რეფორმატირება, ისე, რომ ფორმულის გამოყენება შევძლოთ. ესეც შრომატევადია, მაგრამ შედარებით უფრო სწრაფად გაკეთდება და კალკულაციაში შეცდომა გამოირიცხება, ხვალ უკვე გვექნება ფასნამატები სამივე ქსელისთვის.

ამიტომ, ვინაიდან, პსპ-ც ახლიდან დავიწყეთ რეფორმატირებით და ხელით აღარ ვითვლით.

წითელი ფერით აღარ იქნება აღნიშნული პსპ/საცალო - პსპ /იმპორტი , ვინაიდან გრაფებით გაიმიჯნება (გუშინ რაც გადმოვაგზავნე იქ წითლად იყო პსპ/ იმპორტის ფასები და ფასნამატი - ვინაიდან პსპ-ს საცალო ფასებთან ხდებოდა შედარება და გვინდოდა გამოჩენილიყო მათ საკუთარ იმპორტზე ფასნამატი).
 

პატივისცემით, თეა