| From : | Gia Tvalavadze <gtvalavadze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | Fwd: GMP ტრენინგი |
| Received On : | 18.06.2018 15:24 |
-----Original Message-----
From: "Tea Jikia"
To: "Gia Tvalavadze"
Date: Mon, 18 Jun 2018 19:15:13 +0400
Subject: GMP ტრენინგი
ბატონო გია,
მოგახსენებთ, რომ 18 ივნისს დაიწყო GMP ინსპექტორების ტრენინგის პირველი მოდული, რომელიც ტარდება დანიაში, ქ. ჰილეროში, ფარმაცევტული პრაქტიკის კოლეჯში „ფარმაკონი“.
აღნიშნულ ტრენინგს ესწრება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის 12 თანამშრომელი, მათ შორის კონკურსის შედეგად შერჩეული 5 ინსპექტორი და 8 თანამშრომელი ინსპექტირების და რეგისტრაციის სამმართველოებიდან. ყველა თანამშრომელს ხელი აქვს მოწერილი სასწავლო ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, ისინი ვალდებულნი არიან სააგენტოში იმუშაონ ხელშეკრულების პირობებით გათვალისიწნებული პერიოდის განმავლობაში.
სააგენტოს თანამშრომლების ტრენინგთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის მოდულის ღირებულება, მგზავრობა, ტრანსფერი, სასტუმრო, დღიური სარგო, უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
ტრენინგში მონაწილეობას ღებულობენ ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ:
შპს „ავერსი-რაციონალი“ - 1 წარმომადგენელი,
შპს „ავერსი-ფარმა“ - 1 წარმომადგენელი,
შპს „ჯი ემ ფარმასიუტიკალსი“ – 2 წარმომადგენელი,
შპს „გეა“ - 1 წარმომადგენელი,
შპს „ბიოქიმფარმი“ - 1 წარმომადგენელი.
კერძო სექტორის წარმომადგენელბისათვის გამოყოფილი 8 ადგილიდან, შევსებულ იქნა 6 ადგილი, თითოეულმა კომპანიამ, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მეშვეობით, თავად უზრუნველყო საკუთარი წარმომადგენლის ტრენინგში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფარვა, რამაც შეადგინა 5920 აშშ დოლარი, თითოეულ მონაწილეზე.
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ინფორმაციის გამოქვეყნება სააგენტოს ვებ-გვერდზე ტრენინგის დაწყების და მიმდინარეობის თაობაზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება უფრო ვრცელი ინფორმაციის გამოქვეყნება მომზადების ზოგადი შედეგების შესახებ.
პატივისცემით,
თეა ჯიქია