მოგესალმებით,
2017 წელს 20 და 21 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria -ში ჩატარდება GIMPHA-ს მე- 4 -ე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია. მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან 30 -მდე უცხოელი სპეციალისტი სხვადასხვა სახელმწიფოდან და ჩვენი თანამემამულე კოლეგები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ. კონფერენციას დაესწრებიან კოლეგები საქართველოდან და მეზობელ სახელმწიფოებიდან. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. პროგრამის ნახვა და რეგისტრაცია შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე
www.gimpha.org.
ტრადიციულად წელსაც ჩვენი პარტნიორია კორპორაცია EVEX -ი. დარწმუნებული ვარ ჩვენი კონფერენცია წელსაც წარმატებული იქნება.
მე და ჩემს GIMPHA -ელ კოლეგებს გაგვიხარდება თქვენთან შეხვედრა ჩვენს კონფერენციაზე. წარმატებულ კონფერენციას გისურვებთ ყველას.
პატივისცემით,
ალექსი ბაიდოშვილი
GIMPHA